„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია“ – მამუკა მდინარაძე

გიორგი გახარიას შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა ან შეგნებულად ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია:

1. “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, მისი(ვე) განცხადებით, გადადგა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავება ვერ გადაავადა.
2. უკიდურესად დაძაბული და კრიტიკული ვითარების დროს, ეს არ შედიოდა არც სახელმწიფოს, არც “ქართული ოცნების” ინტერესებში და კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას.

3. მისი გადადგომა აწყობდა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი რეაქციებიც ამასვე მოწმობდა.

4. თავისი ქმედებით მან საკუთარი გუნდი უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენა.

5. მისგან დღემდე არ მოგვისმენია რეალური, რაციონალური, დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხის არგუმენტიც კი, – რას შეცვლიდა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება.

მხოლოდ ორი ვარიანტია:

ეს ყველაფერი ვერ გაანალიზა, შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა ან შეგნებულად ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს.

პირადად ჩემთვის (არსებული უტყუარი და ლოგიკური ინფორმაციების გარეშეც კი) პასუხი მარტივია…

რაც შეეხება მომავალს – გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე:

რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში

ან „ქართული ოცნება“ ჩამოაცილოს 43 პროცენტიან მაჩვენებელს, – ანუ აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს.

პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია:

წარმოუდგენელია ნაციონალებისთვის გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…