„შე გათახსირებულო ადამიანო, რა ნამუსით ანხორციელებ ,,ჩაანალიზებას” – გელა ზედელაშვილი

620 წაკითხვა

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ჭუტავიზიის” ჟჟჟჟუუურრრრნალისტი ,,ყველაფერჩიკ“ ხუხაშვილს ეკითხება: ბატონო გია, ნახეთ, ხო, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში?
ხუხაშვილი: არა, ტოოო, სადა მაქ ნერვები, ამ სიცხეში ღარიბაშვილს ვუყურო?

მოსდგა ამის შემდეგ ,,ყველაფერჩიკი ხუხა“, ანუ ქართული პოლიტიკის ,,დალაი ლამა” და სულ სიტყვა-სიტყვით ჩაანალიზა ღარიბაშვილის ნალაპარაკები. რა თქმა უნდა, არაფერი მოიწონა, ყველაფერი ცუდია, ყველაფერი ხიხიაა. სანამ ბიძინა გამოაგდებდა, მანამდე მთელი სამყარო ბრწყინავდა, მათ შორის ქართული გარემოც!

შე გათახსირებულო ადამიანო კი არა და… ადამიანის მსგავსო, თუ არ გინახავს, თუ არ მოგისმენია, თუ არც ყური მოგიკრავს, რა ნამუსით ანხორციელებ ,,ჩაანალიზებას“, ეგ ხომ ჩვენში მეტრაკეობას ნიშნავს?!

ვააა… არაო, ტოოო, ამ სიცხეში მაგის ნერვები სად მაქვსო?
ჰოდა, მოგიტ…ან ანალიზი და ლოღიკა პირდაპირ ეთერში, ანუ ლაივში, სიმონ!“- წერს გელა ზედელაშვილი.

Next Post

„როგორც საიდუმლო წყაროებიდან შევიტყვე, ,,კვერცხების აქციასთან'' დაკავშირებით..“ - სოსო მანჯავიძე

სამ ივნ 29 , 2021
620 წაკითხვასოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში: როგორც საიდუმლო წყაროებიდან შევიტყვე, ,,კვერცხების აქციასთან” დაკავშირებით ღრმად არიან შეშფოთებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთელს ევროატლანტიკურ სივრცეში. სწორედ ამასთან აკავშირებენ აშშ-ს საჰაერო რეიდებს სირიასა და ერაყის საზღვარზე. პენტაგონი განიხილავს კვერცხის მტყორცნელთა წინააღმდეგ საბრძოლო დრონების გამოყენებას. ამას არ შეეგუება რუსეთი, რომელმაც დრონების ჩამოსაგდებად შეიძლება გამოიყენოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ს-400, ტრიუმფი. დრონების ჩამოგდებას არ შეეგუება […]