ბესიკ ხარძიანის გამარჯვება სიკვდილის შემდეგ – კუს ტბის წილების იძულებით დათმობა დადასტურდა

944 წაკითხვა

კუს ტბის წილების იძულებით დათმობა დადასტურდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის გამარჯვება სიკვდილის შემდეგ.

მისი ვაჟი, უმცროსი ბესო ხარძიანი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„შენ ისევ გაიმარჯვე, ახლა უკვე მაქედან, სადაც მართალნი განისვენებენ!
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერი გადაწყვეტილება, სადაც სასამართლო ამბობს, რომ 2011 წელს ადგილი ჰქონდა მოსარჩელეების ნების გამოვლენაში უკანონო ჩარევას და ბათილად იქნა ცნობილი ბესო ხარძიანის ციხეში წამების შედეგად დადებული „კუს ტბის“ წილების ნასყიდობის ხელშეკრულება.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, არა მარტო ოჯახისთვის, არამედ ვფიქრობ რომ მთლიანად როგორც სასამართლოსთვის ასევე სახელმწიფოსთვის, რადგან სახელმწიფო შენდება და დგას დამოუკიდებელ და რაც მთავარია სამართლიან სასამართლოზე, სადაც დაცული უნდა იყოს ადამიანის და კერძო საკუთრების უფლება.

არ შემიძლია რომ არ ვთქვა, დღეს სასამართლო იყო დამოუკიდებელი და თავისუფალი, რომელმაც არ წაგვართვა იმედი და გზა სამართლიანობის აღდგენის, რომელსაც 10 წელია გავდივართ.

მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იზიარებთ ამ გამარჯვებას და მინდა ვუსურვო ყველა დაჩაგრულ ადამიანს სამართლიანობის განცდა და შეგრძნება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ადამიანის არსებობისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მალხაზ სალაყაიას საადვოკატო ოფისს, ქალბატონ ლამარა კობალაძეს და მანანა ნასარიძეს. ასევე დიდი მადლობა პაატა კიკვიძეს, რომელმაც უდიდესი შრომა გაწია და ქეთა ხარძიანს, რომელიც ალბათ არ მიიღებს ამ მადლობას, მაგრამ ისიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და იცავდა მამაჩვენის უფლებებს.

ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და არ უნდა დაირღვეს ცხოვრების კანონზომიერება!”- წერს უმცროსი ბესო ხარძიანი.

Next Post

„დამარტყამთ, დაგარტყამთ! წერტილი!“ - ნინო ჯანგირაშვილი

ოთხ ივნ 30 , 2021
944 წაკითხვანინო ჯანგირაშვილის პოსტი ფეისბუქში: „ცოტა არ იყოს რთული ცხოვრება მქონდა და მაქვს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები იქ და იმ მდგომარეობაში, სადაც კითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა პრაიდი და უნდა დავიცვათ თუ არა უმცირესობების უფლებები, მომიწევს შევიშმუშნო და ვიბოდიალო – იცით რა… კი, მაგრამ… უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ…. და მსგავსი ნაგავი. მოკლედ, გავდივარ სოლიდარობისთვის […]