„დამარტყამთ, დაგარტყამთ! წერტილი!“ – ნინო ჯანგირაშვილი

892 წაკითხვა

ნინო ჯანგირაშვილის პოსტი ფეისბუქში:

„ცოტა არ იყოს რთული ცხოვრება მქონდა და მაქვს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები იქ და იმ მდგომარეობაში, სადაც კითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა პრაიდი და უნდა დავიცვათ თუ არა უმცირესობების უფლებები, მომიწევს შევიშმუშნო და ვიბოდიალო – იცით რა… კი, მაგრამ… უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ…. და მსგავსი ნაგავი.

მოკლედ, გავდივარ სოლიდარობისთვის ღირსების მარშზე. ყველა ადამიანი თანასწორია და თანასწორობა ნიშნავს არა მხოლოდ “ეგდე შენთვის და არ გცემ“–ის უფლებას, არამედ ბედნიერების, თავისუფლად სუნთქვის, თვითრეალიზაციის, წარმატების უფლებას.

ვიღაცეები კუნთებზე იყურებიანო და იმუქრებიანო, ხოდა ძვირფასო სახელმწიფოვ, თუ ჩემამდე მოუშვებ ველურებს და ვინმე შემეხება ფიზიკურად, თავს დავიცავ ყველანაირი გზით. დამარტყამთ, დაგარტყამთ! წერტილი!”

Next Post

სასწრაფოდ დააკავეთ ეს ნაბიჭვარი – ინგა გრიგოლია

ხუთ ივლ 1 , 2021
892 წაკითხვა„სასწრაფოდ დააკავეთ ეს ნაბიჭვარი თავდამსხმელი, ვიღაც გამგებლის ბიძა ‘– წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში და ეხმიანება წალკაში მომხდა ინციდენტს, რა დროსაც TV პირველის ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილსა და მის ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. “თავდასხმა მოხდა ჩემს ორ უსაყვარლეს ბავშვზე, ჟურნალისტ ნინი ელიკაშვილზე და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეზე, რომელსაც თვალი დაუზიანეთ აქციაზე თვეების წინ და ოპერაცია დასჭირდა. დაიწყეთ […]

შესაძლოა მოგეწონოთ