
„სასწრაფოდ დააკავეთ ეს ნაბიჭვარი თავდამსხმელი, ვიღაც გამგებლის ბიძა ‘– წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში და ეხმიანება წალკაში მომხდა ინციდენტს, რა დროსაც TV პირველის ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილსა და მის ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
“თავდასხმა მოხდა ჩემს ორ უსაყვარლეს ბავშვზე, ჟურნალისტ ნინი ელიკაშვილზე და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეზე, რომელსაც თვალი დაუზიანეთ აქციაზე თვეების წინ და ოპერაცია დასჭირდა.
დაიწყეთ მოახლოებული არჩევნების წინ ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენზე? არ შეგარჩენთ! ველოდები, როდის დააკავებთ ამ ნაძირალა აფრასიძეს”– წერს ინგა გრიგოლია.