691 წაკითხვა
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ambebi.ge-თან, თამარ ჟვანიას გადადგომას ასე აფასებს:
„არა მგონია, რომ ეს ამდენად მნიშვნელოვანი ფაქტი იყოს. მე არც ადრე მქონია იმის ილუზია, რომ თამარ ჟვანია იყო რაღაცაში დამნაშავე და ახლა იბერია გაბრწყინდება.
ის თუ რამეს აშავებდა, იმიტომ კი არა, რომ ბოროტი იყო და ეს თვითონ უნდოდა, არამედ იმიტომ, ასეთ დავალებებს იღებდა. თამარ ჟვანიასნაირ შემსრულებელს ესენი ათასს იპოვიან, მთავარია, სისტემური ცვლილებების მოხდენა. ჟვანიას, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის თანამდებობიდან გათავისუფლება თავისთავად რომ წყვეტდეს პრობლემას, მაშინ რაღა გვიჭირდა. დამოუკიდებლად ასეთ გადაწყვეტილებას არავინ იღებს, ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი, მეტი არაფერი.
ამათ უნდათ ილუზიის შექმნა, რომ ვითომ არჩევნებს ჩაატარებენ. ეს არც არაფერს შეცვლის. ჩვენ თამარ ჟვანია -1, 2, 3 და 15 კი არა, სისტემური ცვლილებები გვჭირდება, რომ პროცესი იყოს კონკურენტული, გამჭვირვალე და სამართლიანი, ისეთი, რომ ძალიან ბოროტი ადამიანიც რომ დანიშნო, იმანაც ვერ შეძლოს საქმის გაფუჭება. ოპოზიციამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ სისტემური ცვლილებები მოხდეს საარჩევნო პროცესში“.