„ასე გაგრძელება არ შეიძლება კაზინოები, ბორდელები, კლანები“ – დემურ გიორხელიძე

2,329 წაკითხვა

ასე გაგრძელება არ შეიძლება…
1. კაზინოები
(ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტზე აღმატებული ბრუნვებით, ანუ სახელმწიფო სახელმწიფოში)

2. ბორდელები
(მთელ ახლო აღმოსავლეთში თბილისი ცნობილი როქორც გარყვნილების მექა და სექს-ტურიზმის (სექს-ტურების) საუკეთესო ცენტრი).

3. კლანები
(შერწყმული ხელისუფლებებთან, მომძლავრებულნი ფინანსურად და დაცლილნი ელემენტარული პასუხისმგებლობისგან: ლეგალიზებული მძარცველები)

4. ხელისუფლებები მოქმედნი უცვლელი სისტემის ფარგლებში – ანუ შედეგი წინასწარგანპირობებულია, რადგან სისტემის ფუნდამენტური თვისება ისაა, რომ… შეინარჩუნოს საკუთარი თავის და დროებითი ფიგურანტები, განურჩევლად გვარ-სახელებისა,უძლურნი არიან რაიმე რეალური შედეგის მიღწევისა, რომელიც სახელმწიფოს, საკუთარი ხალხის-ნიჭისა და უნარის განვითარებას, პროდუქტიული შრომისათვის გარემოს შექმნასა და შრომის, წესიერების, პასუხისმგებლობისა და პროფესიუნალიზმის კულტივირებისაკენ იქნება მიმართული (ხალხი პრაქტიკულად არ რეაგირებს შექმნილ მდგომარეობაზე და მხსნელად ხან ერთ ტიპსა და ხან მეორე ტიპს მიიჩნევს და ბრმად მისდევს მათ).

5. საქართველოს მწირი ეკონომიკა – დასავლური სტანდარტებით ერთი საშუალო დონის ფირმის კაპიტალიზაციის (ანუ ფირმის საბაზრო ღირებულების) ტოლი დროის მოცემულ მომენტში.

6. მოშლილი და გათახსირებული განათლების სისტემა, რომელსაც ყველაზე დიდი ზიანი მოაქვს ქვეყნისათვი – იგი ახალგაზრდას, ქვეყნის მომავალს ატყუებს რომ განათლებას აძლევს, რეალურად ფასეულობათა სისტემას, ამომავალს ბრწყინვალე ქართული კულტურიდან, უმახინჯებს და მას ფსევდო-ფასეულობებითა და ფსევდო-განათლებით უცვლის… ამას ემატება ყალბი ორიენტაციები იდეოლოგიის დონეზე და ვიღებთ… შენიღბული ფორმით ტოტალიტარული სისტემის მსგავსათ, არა თავისუფალ განათლებულ ადამიანს, არამედ იდეოლოგიზირებულ, აგრესიულ და სხვისაზრმიუღებელ არსებას…

7. პოლიტიკა (შიდა და საგარეო), რომელსაც არ მოაქვს შედეგი და გამორიცხავს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებას…

სხვა ყველაფერი – აქედან გამომდინარეა…

დაბოლოს, ყველაფერი ამის გასააზრებლად გასათვალისწინებელია უმთავრესი ფაქტორი:

“საქართველო მოსახლეობის მიხედვით მცირერიცხოვანი ქვეყანაა და დიდი რიცხვების ფუნდამენტური კანონიდან გამომდინარე, მას შეიძლება არ აღმოაჩნდეს ის მინიმალური რიცხვი ადამიანებისა, რომელიც, ნებისმიერი სოციალური სტრატიფიკაციის მიუხედავად პროგრესს უზრუნველყოფს…

სხვა სიტყვებით, მცირერიცხოვან ერებს ასეთი მდგომარეობის შექმნისას, შეიძლება, ამ პრობლემების დასაძლევად რესურსი არ აღმოაჩნდეს.”

სულ ესაა!

პ.ს.
თბილისი დღეს ზუსტად ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც ჰავანა (კუბა) ასრულებდა მე-20 საუკუნის 50-იანი წლების განმავლობაში…

დემურ გიორხელიძე

Next Post

„სად არის საპატრიარქო, რატომ დადუმდა, 30 ვერცხლის სუნი ხომ არ უდის ამ ყველაფერს“

კვი ოქტ 6 , 2019
2,329 წაკითხვაურწმუნოებო, მოღალატეებო, ვისაც არ გჯეროდათ დაიჯერეთ, ამ მოღალატე ხელისუფლებამ დავით-გარეჯი ჩააბარა აზერბაიჯანს, აგერ ბატონო. ახალი სასაზღვრო პუნქტიც გახსნეს და ალბანური კულტურის ძეგლადაც გამოაცხადეს, ჩვენ კი ჩვენ რას ვაკეთებთ? ან სად არის საპატრიარქო, რატომ დადუმდა 30 ვერცხლის სუნი ხომ არ უდის ამ ყველაფერს. გიორგი ლაღიძე