41 წლის კაცს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

848 წაკითხვა

გურჯაანში 41 წლის კაცს 33 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.

დაზარალებული ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კარის მეზობელი მის  სახლში შეიჭრა და ადგილიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა.

ქალი აღნიშნავს, რომ მოძალადე მეზობელი ემუქრებოდა და ტანსაცმლის გახდას აიძულებდა. პოლიციამ 41 წლის კაცს ბორკილები მაშინ დაადო, როცა ქალი ჯერ კიდევ მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

– ძალით წამიყვანა, მეუბნებოდა, თუ იმას არ გააკეთებ, რაც მინდა, შენ და დედაშენს მოგკლავთო. შემეშინდა და მე თვითონ გავიხადე ტანსაცმელი. სახესა და ტუჩის მიდამოში მკბენდა, – ამბობს დაზარალებული ტელეკომპანია “გურჯაანთან”.
ქალს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება, მას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

სავარაუდო მოძალადე დაზარალებულის დედის გამოძახების საფუძველზე დააკავეს.

– წინააღმდეგობა გავუწიე, თუმცა, მამაკაცს როგორ დავიმორჩილებდი?! ჩემი შვილი შშმ პირია, მინდა, მოძალადე კანონის წინაშე დაისაჯოს, – აცხადებს ტელეკომპანია “გურჯაანთან” დაშავებულის დედა.
დაზარალებულის ინტერესებს იურისტი, ლია ხუროშვილი, იცავს. სავარაუდო მოძალადის ახლობლები დაშავებულს საჩივრის გამოტანას და საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმებას სთხოვენ.

– ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ეს არის წინასწარი შეცნობით ჩადენილი დანაშაული, რადგან შშმ პირთან ჩადენილი ამდაგვარი ქმედება დანაშაულის სიმძიმეს უფრო ამძიმებს. იმის ნაცვლად, რომ კარის მეზობელი დაეცვა, კაცი თავად ახორციელებდა მასზე ძალადობას, – ამბობს ადვოკატი.
ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი უტიაშვილის, თქმით, საუბარია გაუპატიურების მცდელობაზე.

გამოძიება გაუპატიურების  მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  სასამართლომ ქალს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭა.

ტვ პირველი

Next Post

„გახარიამ ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა და ვერც კირითხუროობის“ - წულუკიანი გახარიას პასუხობს

პარ ივლ 2 , 2021
848 წაკითხვაგიორგი გახარიას განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ თავისი ქმედებებით ქვეყანას აზიანებს და კონკურენციის შიშით მისი და მისი გუნდის წინააღმდეგ არასამართლიანი მეთოდებით იბრძვის, მმართველ გუნდში პასუხობენ. ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრის პრეზენტაციის შემდეგ უპასუხა. „ბატონ გახარიასაც გავესაუბრეთ და მან ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხუროობა გვაჩვენა და ამიტომ ის რეესტრში არ […]