„გახარიამ ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა და ვერც კირითხუროობის“ – წულუკიანი გახარიას პასუხობს

440 წაკითხვა

გიორგი გახარიას განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ თავისი ქმედებებით ქვეყანას აზიანებს და კონკურენციის შიშით მისი და მისი გუნდის წინააღმდეგ არასამართლიანი მეთოდებით იბრძვის, მმართველ გუნდში პასუხობენ. ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრის პრეზენტაციის შემდეგ უპასუხა.

„ბატონ გახარიასაც გავესაუბრეთ და მან ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხუროობა გვაჩვენა და ამიტომ ის რეესტრში არ ჩარიცხულა,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს  თეა წულუკიანმა საზოგადოებას ოსტატების რეესტრში ჩარიცხულ ოსტატები, მათ შორის ხითხუროები და კირითხუროები წარუდგინა.

რუსთავი 2

Next Post

„ხომ არ არის გიორგი გახარია „ტროას ცხენი“ იმისთვის, რომ..“ - გია აბაშიძე

პარ ივლ 2 , 2021
440 წაკითხვაწინასაარჩევნოდ, გიგი უგულავამ სოცქსელში გამოაქვეყნა ახალი ფორმულა და პრაქტიკულად მოწოდება – ყველა მინუს „ოცნება“, თუნდაც გახარია, – ამის ესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. „საკითხავია, ხომ არ არის გიორგი გახარია „ტროას ცხენი“ იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს ის ე.წ. 43 %-იანი ჩამკეტი და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? საზოგადოებას ზუსტად ეს აინტერესებს. ხომ არ არის […]