„ასე შეიძლება ხალხის გულიც მოლბეს და ლაყე კვერცხებსაც აცდნენ” – სოსო მანჯავიძე

873 წაკითხვა

სოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში:

კრეატივი აკლიათ ლგბტქ+-ს დამცველებს.
ეროვნული მოტივები უნდა გამოიყენონ, პოეზია ჩართონ, სიმღერა.
სულ სხვაგვარი, პოზიტიური განწყობა გაჩნდება.
უნდა გააკეთონ პერფორმანსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ლგბტქ+ მხარდამჭერები, მხარდაჭერა უნდა გამოხატონ ქართული პოეზიისა და სიმღერების რიმეიკებით.
მაგალითად უნდა გამოვიდეს სალომე ზურაბიშვილი და თავისი განუმეორებელი ძველქართული აქცენტით, რომლითაც ასე მოხიბლა ბიძინა ივანიშვილი, უნდა თქვას:
,,საქართველო, შენ ვინ მოგცა გეი დასაკარგავი”.-და შემდეგ როგორც ტექსტშია.
სასურველია ჯანგირაშვილმა ამაღლებული გრძნობით წარმოთქვას:
,,ცხრა ნაწნავი ჩავუშალე, ერთი ლესბი არ ამოჰყვა”.
მერე კიდევ ბაია პატარაიამ გააკეთოს რიმეიკი ჭრიჭინადან ჩემი (…) ჩემია, ჩემია, აბა დელი დელასა, დელასა”!
შემდეგ ხაზარაძემ შემოსძახოს ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ”-ის მაგივრად – ,, ინტერსექსი ვარ ნუ მომკლავ”!
,,ბისექსუალი ვიყავი, ბეჭზედ არწივი მეხატა, მარშზე ლომივით ვბრდღვინავდი, მტერს ვეცემოდი მეხადა’- მელიაზე მრისხანედ ამას ვინ იტყვის?
,,სიამაყე ხარ ქართლის ქვიარო, თავაწეულმა მინდა იარო”- დუეტში უნდა იმღერონ ჭოხონელიძემ და გულედანმა.
პერფორმანსის მონაწილეები ეროვნულ სამოსში უნდა იყვნენ გამოწყობილნი და ერთმანეთს მხოლოდ უკანალებით ეხებოდნენ- პანდემიაა მაინც. რა იცი, ეშმაკს არ ძინავს.
ასეთი ეროვნული მოტივების შემოტანით ლგბტქ+ თემაში
შეიძლება ხალხის გულიც მოლბეს და ლაყე კვერცხებსაც აცდნენ..
ეროვნული ლგბტქ+ ლაყე კვერცხს არ მოირტყამსო-ამბობს ხალხური სიბრძნე.
როგორ ყველაფერი უნდა ასწავლო ამ ხალხს-გადაირევი კაცი.

Next Post

The advantages and Risks of Mailorder Brides

შაბ ივლ 3 , 2021
873 წაკითხვა Most -mail order brides keep pace with marry guys from a second country that can offer them an appropriate and fiscally steady lifestyle. When marrying a foreign man can certainly help these girls establish their own careers and move in foreign countries, they often face strains with neighborhood men. These women need to deal with home-based violence and […]