619 წაკითხვა
თბილისში, პარლამენტის წინ მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც 5 ივლისს, ლგბტ მარშის მოწინააღმდეგეების მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობას აპროტესტებენ.
აქციაზე ასევე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, ადგილი ჰქონდა ინციდენტებსაც, რა დროსაც საპირისპირო მხარის რამდენიმე მონაწილემ ლგბტ თემის წარმომადგენლების იქ ყოფნა გააპროტესტა, რა დროსაც ისინი პოლიციამ ტერიტორიას გაარიდა.