„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

935 წაკითხვა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მათ გადამღებ ჯგუფს რადიკალური დაჯგუფებები თავს დაესხნენ. კერძოდ, მოძალადეებმა „ფორმულას“ ოპერატორს ზურგჩანთა ჩამოგლიჯეს სადაც პირდაპირი ჩართვის აპარატი იყო და კაბელის გადაჭრა სცადეს რათა ეთერი შეწყვეტილიყო. 

სამართალდამცველებმა „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი ადგილიდან გაიყვანეს. 
პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია “თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს, რომელის პარალელურად რადიკალური ჯგუფები კონტრაქციას მართავენ.

რამდენჯერმე დაპირისპირება იყო მათ და სამართალდამცველებს შორის, მოძალადეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, ესროდნენ პოლიციელებს ბოთლებს.

 

Next Post

შსს აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამ ივლ 6 , 2021
935 წაკითხვასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს აფრთხილებს ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. შინაგან […]