1,163 წაკითხვა
–
როგორ იღუპებიან ბათუმში, უყურადღბოდ მიტოვებული, დაუძლურებული ცხოველები ნაგავსაყრელზე, სადაც ბულდოზერი მუშაობს. ფოტო და ვიდეო მასალა, ცხოველების მოყვარულთა ერთ-ერთ ჯგუფში ვრცელდება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ბათუმის მერია/Batumi City Hall
საქართველოს მთავრობა
იცით რა დანიშნულება აქვს ნაგავსაყრელზე ბულდოზერს???
მან უნდა გადაუაროს და გადატკეპნოს ნაგავი.
ამ დროს ნაგავზე გადაყრილი ათეულობით ძაღლი თავს გაქცევით შველის.
გაქცევით რომელიც სამწუხაროდ ყველა ძაღლს აღარ შეუძლია.
უნდა მაგრამ ქიმიკატების და გახრწნილი საკვებით მოწამლული დაუხლურებული გაუნძრევლად წევს. ბულდოზერი კი ერთგულად აგრძელებს თავის დანიშნულებას: გადატკეპნოს და გაასწოროს!!!
ნეტავ არსებობდეს სიტყვები რომელიც დამეხმარება ავღწერო და თქვენს გაყინულ გულამდე მოვიტანო რას ნიშნავს ჯოჯოხეთი დედამიწაზე .
ნეტავ არსებობდეს სიტყვები რომლებიც დამეხმარება ახლოს მოგიტანოთ ტკივილი , ბინძურ ნაჭერზე დაწოლილი ჯერ კიდევ ცოცხალი არსების რომელიც მდუმარედ , მცხუნვარე მზეში ნაგავში გადაგდებული , ელოდება თავის უკანასკნელ საათებს
ნეტავ არსებობდეს სიტყვები რომელიც დაგვეხმარება
გაგაგებინოთ რას ნიშნავს როცა 6 წლის ცუგასთვის ქალაქს ადაპტირებულს, მიუსაფარს მაგრამ მოფერებით განებივრებულ არსებისთვის მხოლოთ ერთი ზარით გამოგაქვთ განაჩენი გასცემთ ბრძანებას
” გადაყარეთ ნაგავსაყრელზე ” და ამით გამოუტანეთ განაჩენი ნელი მტანჯველი სიკვდილის
გინდათ გაიგოთ თქვენი უმოქმედობისგან გამოწვეული ტრაგედიის მაშტაბი???
1 დღე წამოდით ამ ჯოჯოხეთში, მაგრამ გაპრიალებულ
ტასაცმელს ვერ დაისვრით , ან იქნებ შვილებს აჩვენოთ ???არა ვერც ამას გაბედავთ და მართალიც ხართ ბავშვი არ უნდა გაიმეტო ამ ტრამვისთვის !!!!
სხვამ აიტანოს სხვამ დაეხმაროს.
არადა შეგიძლიათ ყველაფერი ერთ ფარატინა ფურცელზე დაწერილი კანონებით შეცვალოთ.
მოხდეს აღრიცხვა და უმკაცრესად გაკონტრილდეს გამრავლება.
უმკაცრესად დასაჯოდ მოძალადე.
დასაჯოდ ადაიანი ვინც გაამრავლა და ნაგავზე დატოვა.
დასაჯოთ ადამიანი ვინც ბავშვისთვის მიტანილი საჩუქარი მოძველებულად ჩათვალა და გადააგდო!!!
სტერილიზაცია _ კასტრაცია ხელმისაწვდომი გახადოთ როგორც მიუსაფარი ასევე ოჯახის ცხოველებისთვის .
არადა შეგიძლიათ გააქროთ ჯოჯოხეთი დედამიწაზე….
ნეტავ შეგვეძლოს ჩვენი ტკივილი თქვენს გულამდე მოვიტანოთ.