„პატივცემულო ელიტავ, „ბნელიტავ“,ელჩებო, ლენჩებო და ათასფერო ასოებო..“ – პასუხი ლგბტ თემის წარმომადგენლებს

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინა გაბუნია, ლგბტ თემის წარმომადგენლებს პასუხობს, ვინც ამბობს, რომ ქართველები სექსუალურ უმცირესობებს ჩაგრავენ, ამის საპირისპირო მაგალითად კი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი მოჰყავს, რომელიც ასევე ამ უმცირესობას ეკუთვნოდა.

„ძველ თბილისში, მანთაშოვის სავაჭრო, კერძოდ კი ბამბის რიგში, 2004 წელს ზარ-ზეიმით გაიხსნა ცნობილი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ქანდაკება. იური მეჩითოვის შესანიშნავი “ცაში აფრენილი ფარაჯანოვის” ფოტოს მიხედვით.

მოქანდაკე ვაჟა მიქაბერიძე გახლდათ.საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრების რაოდენობამ და ცნობადობამ ცხადყო ფარაჯანოვის ხელოვნებისადამი დიდი ინტერესის არსებობა. დიახ პატივცემულო ელიტავ, “ბნელიტავ”,ელჩებო, ლენჩებო და ათასფერო ასოებო: ან-ბან-გან-დონ-ებო, “ქსენოფობმა” ქართველებმა არაქართველ რეჟისორს, რომელიც მამათმავლობის ბრალდებით ოთხი წელი ხეხავდა კომუნისტების ციხეს, თავის სანუკვარ ქალაქში ძეგლი დაუდგეს!.

მეტიც! ძეგლი წლებია არ დაზიანებულა! (ციხიდან მისი დახსნა კი ფრანგი სურეალისტი მხატვრის ლუი არაგონის ინიციატივით დაიწყო, პეტიციაზე ევროპაში მოღვაწე მოწინავე რეჟისორებმა, მწერლებმა და მუსიკოსებმა მოაწერეს ხელი…)

ფრაგმენტი სერგო ფარაჯანოვის დისადმი მიწერილი ბოლო წერილიდან:

”სვეტლანა, გამორიცხული არ არის, რომ ეს დასასრულია. რა ლამაზად ვიცხოვრე 50 წელი. მიყვარდა-ვლაყბობდი-ვიხიბლებოდი-რაღაც შევიმეცნე- ცოტა რამ გავაკეთე. მაგრამ …ძალიან მიყვარდა ადამიანები და ძალიან დავალებული ვარ მათგან…”

P.S. ვიდრე ოკეანეს გაღმა ქართველი ერის გასაქილიკებელ წერილებს დაჯღაბნით, წადით, ფარაჯანოვის ძეგლი და ფილმები ნახეთ, მისივე სახელობის მუზეუმში დაცულ ნახატებსა და პირადი ნივთებს გაეცანით – ხელოვნება აკეთილშობილებს ადამიანებს”- წერს ნინა გაბუნია.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…