„ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე“ – ნიკა გვარამია

ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე – ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, არ დავიშალოთ, ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მედიის გარდა ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.

„არავითარი არჩევანი გადადგომის გარდა მთელი ხელისუფლების, მთელი მთავრობის და მისი ხელმძღვანელის, სამარცხვინო კაციჭამია ღარიბაშვილის და ასევე, მთავრობის არაწევრის, სუს-ის ხელმძღვანელის ლილუაშვილის. არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა ამ ქვეყანას არ გააჩნია.

დღეს ვიცავთ არა საკუთარ თავს, არამედ ვიცავთ ტელემაყურებელს და ყველას, იმიტომ, რომ ყველას კართან დაიჩოქებს უსამართლობის და ძალადობის აქლემი. მედიის გარდა ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.

ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე – ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, არ დავიშალოთ ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება“, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ წუთებში პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

იპნ

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…