„სიმართლეს ვიტყვით და თან აუცილებლად!“ – დიტო სამხარაძე

919 წაკითხვა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, დიტო სამხარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„არავინ არ აპირებს გადადგომას!

მხოლოდ 4 საათის მანძილზე შეძელით სიცრუის და ტყუილის ტირაჟირება მოგეხდინათ. სიმართლის 60% უკვე იცის საზოგადოებამ და უახლოეს რამდენიმე დღეში დანარჩენ 40 %-საც გაიგებენ.
რაც მთავარია, ამ რამდენიმე საათში მოახერხეთ და კიდევ ერთხელ დაანახეთ ხალხს თქვენი რეალური სახე. საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისში კი ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ ყველაფერი იცის. ამ რამდენიმე საათში ვერ მოასწარით რევოლუციის დაგეგმვა/მომზადება და ტყუილით ვერც ვერასდროს მოახერხებთ!

P.S. ამ ყველაფერში ყველაზე დიდი უზნეობაა, კომენტარებს რომ წერთ არ გაბედოთ და სიმართლე არ თქვათო, რა თქმა უნდა ვიტყვით და თან აუცილებლად!

The End”

შეგახსენებთ, ამ წუთებში, პარლამენტთან შეკრებილნი არიან ჟურნალისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

დღეს გარდაიცვალა, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, ლექსო 5 ივლისს, პროფესიური საქმიანობის შესრულების დროს, სასტიკად სცემა ათეულობით ადამიანმა.

Next Post

„უნდა დაიდოს სიმართლე, ნუ შეგეშინდებათ..“ - სოსო გოგაშვილი

ორშ ივლ 12 , 2021
919 წაკითხვასოსო გოგაშვილის პოსტი ფეისბუქში: ღმერთმა ნათელში ამყოფოს მაქსიმალურად ობიექტურად გამოიძიეთ ეს საქმე. თავიდანვე ჩართეთ ყველა რესურსი და ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი, მათ შორის უცხოელი. არ გაიმეოროთ შეცდომები, რაც ადრე ხშირად დაშვებულა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. XXI საუკუნეა და არ ბნელა. ეს ბიჭი რას შეეწირა და რატომ მოკვდა უნდა დაიდოს სიმართლე. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის ნურავის. სკამი და მითუმეტეს ფული, არაფერია ღირსებასთან […]