პოლიციამ გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

666 წაკითხვა

პოლიციამ გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ღ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, გლდანში, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა – 1991 წელს დაბადებულ გ. მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.ღ. ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Next Post

გლდანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ხუთ ივლ 15 , 2021
666 წაკითხვაგლდანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული გეგი ღვაჩლიანია და ის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ამის შესახებ „ambebi.ge“-ს მესტიის მკვიდრმა განუცხადა. ის მომხდარის ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ღვაჩლიანი მისი დის მეორედ ქორწინების წინააღმდეგი იყო და მკვლელობის დღეს მისი და და მოკლული გეგი ნიგურიანი ახალი დაქორწინებულები იყვნენ. „მკვლელობაში ბრალდებული გეგი ღვაჩლიანია, მოკლული კი […]