გლდანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

676 წაკითხვა

გლდანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული გეგი ღვაჩლიანია და ის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ამის შესახებ „ambebi.ge“-ს მესტიის მკვიდრმა განუცხადა.

ის მომხდარის ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ღვაჩლიანი მისი დის მეორედ ქორწინების წინააღმდეგი იყო და მკვლელობის დღეს მისი და და მოკლული გეგი ნიგურიანი ახალი დაქორწინებულები იყვნენ.

„მკვლელობაში ბრალდებული გეგი ღვაჩლიანია, მოკლული კი – გეგი ნიგურიანი. ღვაჩლიანი გარდაბანის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში გაიზარდა, თუმცა წარმოშობით უშგულელია, მას უკარგესი, წესიერებისა და პატიოსნების განსახიერება მშობლები ჰყავს, თუმცა თვითონ აერია ცხოვრება. ღვაჩლიანი ციხიდან ახალი გამოსული იყო, როგორც ამბობენ, მას პათოლოგიური სიმთვრალე აქვს. ნიგურიანს ღვაჩლიანის და უყვარდა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ძმა ეუბნებოდა, თურმე, ერთხელ არ გაგიმართლა და მეტი ნუღარ გათხოვდებიო. როგორც შევიტყვეთ, გეგის ერთი დღის მოყვანილი ჰყოლია გოგო ცოლად, ანუ მკვლელობის წინა დღეს მოიყვანა. არ ვიცით, რით მოკლა და ზუსტად რა მოხდა, მკვლელობა თბილისში მოხდა. გეგი ნიგურიანი ახალი ჩამოსული იყო უკრაინიდან, ბოლო ხანს აქ არც იყო, ძალიან კარგი ბიჭი იყო, უპრობლემო, წესიერი. მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მისი და უყვარდა“,- აცხადებს მესტიის მკვიდრი.

ცნობისთვის ახალგაზრდა მამაკაცი გლდანში დღეს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

იპნ

Next Post

გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

პარ ივლ 16 , 2021
676 წაკითხვა„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამასთან, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაშიც. ოჯახის ინფორმაციით, თავად მახარაძე სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე წაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც მუშაობენ. შსს-ში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. ipn