„ისინიც რა „ძიშოვები“ არიან“ – ირაკლი ოქრუაშვილი

788 წაკითხვა

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ისინიც რა “ძიშოვები” არიან. ოქონის ხატს ითხოვდნენ გახელაძეში და ბოლოს გობოზოვი მიიღეს.“

როგორც ცნობილია, გახელაძე გუშინ შეიწყალა ბიბილოვმა.

ცნობისთვის, ოქონის ხატი ჯერ კიდევ 2018 წელს, ჟენევის სამიტზე ტყვეების სანაცვლოდ მოითხოვა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მმართველმა.

ოქონის ხატი საქართველოში ბაგრატ IV-ის მეუღლემ, დედოფალმა ელენემ, ბიზანტიიდან მზითვად ჩამოიტანა, მე-12 საუკუნეში კი თამარ მეფემ გორში ოქონის ტაძარი ააშენა და იქ ოქონის ტრიპტიკონის დასვენება ბრძანა.

ოქონის ტრიპტიკონი მე-12 საუკუნიდან გორის მფარველ ხატად ითვლება. ოქონობის დღესასწაულის ტრადიცია თამარ მეფის სახელს უკავშირდება და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება.

Next Post

„შე ჩმორო, ვერ გიშველის ეგ ისტერიკა. ციხეში დაასრულებ!“ - ვახო სანაია ზურაბ მახარაძეს

პარ ივლ 16 , 2021
788 წაკითხვატელეკომპანია „ფორმულა“-ს წამყვან ვახო სანაიას ფეისბუქ მიმართვა “ალტ-ინფო”-ს წევრ ზურაბ მახარაძეს: „შე ჩმორო, ვერ გიშველის ეგ ისტერიკა. ციხეში დაასრულებ! ეგ წაშლილი სახე ტყუილად არა გაქვს. არ აგცდება“– წერს სანაია. შეგახსენებთ, ალტ-ინფო’ს- წევრების, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში, სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაყვანილი. ჩხრეკა მიიმდინარებს ასევე გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შესაძლოა მოგეწონოთ