1,453 წაკითხვა
უკვე მეორედ, მედიაგამოცემა „პრაიმტაიმი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამია “მთავარი არხი”-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ინფორმაცია, ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელმა პირად საუბრებში დაადასტურა, თუმცა უშუალოდ ნიკა გვარამიასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
მის შემცვლელად კი დიმიტრი შაშკინი სახელდება. როდესაც ეს ინფორმაცია პირველად გავრცელდა, ამ საკითხზე, ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ არის სრული აბსურდი და არც წასვლას არ აპირებს.
mediapress.ge ინფორმაციას მხოლოდ„პრაიმტაიმზე“ დაყრდნობით ავრცელებს.