„აშშ ძალიან იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის მოქმედებით და სანქციებსაც არ გამოვრიცხავთ”

886 წაკითხვა

სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია და თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებში, რომ ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი კიდევ ერთხელ შეაფასა.

„საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, რაც ჯერ არ განხორციელებულა და სწორედ ამიტომ ვართ იმედგაცრუებულები ამ მოსამართლეების დანიშვნით. პარლამენტს შეეძლო დაეპაუზებინა ეს პროცესი“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, აშშ-ის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები სერიოზულად უნდა იქნას განხილული.

„აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, ნაჩქარევად გაკეთებული არ არის. ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოგზავნილი შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას განხილული და არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები“, – განაცხადა ელჩმა.

Next Post

The Best 10 Installment Loans Near Ca

პარ ივლ 16 , 2021
886 წაკითხვაHave you met the minimum requirements required by Browning Installment loans direct lenders? This may vary from one lender to another, so you better assert what your lender requires before applying. Also, consider opting for a Installment lending matching service when I need a loan online. In addition to that, the paycheck or the borrower’s income streams is what […]

შესაძლოა მოგეწონოთ