„არავინ უნდა მოტყუვდეს, კახა კალაძისთვის ხმის მიცემა არის..“ – გიგა ბოკერია

697 წაკითხვა

არავინ უნდა მოტყუვდეს, კახა კალაძისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა არის მორგოშიასთვის, ფალავანდიშვილისთვის, კობახიძისთვის და ღარიბაშვილი სთვის ხმის მიცემა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ყველა ვინც ძალადობას და მის პირდაპირ მოწოდებას აიგივებს, მისი აზრით, უსამართლო კრიტიკასთან, ერთის მხრივ, უპირისპირდება სიტყვის თავისუფლებას და ირიბად მოძალადეებს უჭერს მხარს.

გიგა ბოკერია ასევე გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, რომელიც მან 5 ივლისის მოვლენებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე გააკეთა.

„ბატონმა კალაძემ ბრძანა, რომ დასასჯელი და სამარცხვინოა ყველა, ვინც იმ დღეს ჟურნალისტებს არბევდა, ვინც სიძულვილს და ძალადობას თესავს, ოღონდ ამას რომ ამბობდა, გვერდში ეგდა ღარიბაშვილი და კობახიძე და არის იმ გუნდის წევრი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა წლები და ვინც დააორგანიზა ეს ძალადობა.

ამიტომ, არავინ არ უნდა მოტყუვდეს, კალაძისთვის და „ოცნებისთვის“ ხმის მიცემა არის მორგოშიასთვის, ფალავანდიშვილისთვის, კობახიძისთვის და ღარიბაშვილისთვის ხმის მიცემა“, – აცხადებს ბოკერია.

ipn

 

Next Post

How you can Fix a Relationship - 5 Advise for Better Romances

ხუთ ივლ 22 , 2021
697 წაკითხვა If you are racking your brains on how to correct a romance, you’re not on your. There are plenty of people in the situation, they usually all colombian cupid want to know ways to improve their romantic relationship. If you’re encountering difficulty in your relationship, you aren’t alone. You’re not by themselves, and discover help available. Continue reading […]