ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის არჩევას პარლამენტი კენჭს უყრის

443 წაკითხვა

ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის მაღალი კვორუმით არჩევას პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთხელ ეცდება. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ამჯერად 3/5 კვორუმით ეყრება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევისთვის სულ მცირე 90 ხმა იქნება საჭირო.

პარლამენტმა ხმათა 2/3-ით ვერცერთი კანდიდატი ვერ აირჩია, თუმცა ცნობილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ “ქართული ოცნების” უმრავლესობის მხარდაჭერა. კენჭისყრისას ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ყველაზე მეტი ხმა გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცესკო-ს პროფესიული წევრის ადგილზე უმრავლესობა გიორგი ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს უჭერს მხარს.

თუ 26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, მომდევნო კვირაში კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

იპნ

Next Post

თეა წულუკიანის ულტიმატუმი მთავარ არხს

ორშ ივლ 26 , 2021
443 წაკითხვათეა წულუკიანი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ემა გოგოხიას, რომელსაც მან 22 ივლისს სენაკის თეატრში მიკროფონი წაართვა, სვანეთში იბარებს. „ძალიან ბევრი მეკითხებით, როდის დაუბრუნდება ქალბატონ ემას თავისი მიკროფონი. ქალბატონი ემა თავისი სიცრუის მანქანა ტელეარხიდან ფარავს სამეგრელო ზემო სვანეთს, მაგრამ ფაქტია, თქვენ ყველანი ამოხვედით ხალდეში, თავისუფლებისთვის ბრძოლის ადგილას და ქალბატონი ემა აქ არ არის. სად არის ქალბატონი ემა? ამობრძანდეს, მე ჯერ კიდევ […]

შესაძლოა მოგეწონოთ