თეა წულუკიანის ულტიმატუმი მთავარ არხს

473 წაკითხვა

თეა წულუკიანი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ემა გოგოხიას, რომელსაც მან 22 ივლისს სენაკის თეატრში მიკროფონი წაართვა, სვანეთში იბარებს.

„ძალიან ბევრი მეკითხებით, როდის დაუბრუნდება ქალბატონ ემას თავისი მიკროფონი. ქალბატონი ემა თავისი სიცრუის მანქანა ტელეარხიდან ფარავს სამეგრელო ზემო სვანეთს, მაგრამ ფაქტია, თქვენ ყველანი ამოხვედით ხალდეში, თავისუფლებისთვის ბრძოლის ადგილას და ქალბატონი ემა აქ არ არის. სად არის ქალბატონი ემა? ამობრძანდეს, მე ჯერ კიდევ სვანეთში ვარ და თუ ამოვა ამ ხეობაში, მე მას ამ მიკროფონს დავუბრუნებ, თუ არადა, დაიცადოს იმ მომენტამდე, როდესაც მას შევხვდები. თუ არადა, სამი ოქტომბერიც დადგება, როდესაც ის და თავისი მავნებლური პოლიტიკური ძალა მწარედ დამარცხდებიან არჩევნებში.

ბურთი მის მოედანზეა. ამობრძანდეს სვანეთში, წაიღოს თავისი მიკროფონი. თუ არადა, მოვიდეს, როცა უნდა და თუ აქვს მოსასვლელი პირი, ჩამხედოს თვალებში. როდესაც ჟურნალისტს უჩნდება მისნაირად სურვილი, რომ ითამაშოს პოლიტიკა, პოლიტიკური თამაში ასეთი ვიცი მე. თუ უნდა იყოს ჟურნალისტი, იყოს ჟურნალისტი და ნუ შეუვარდება ადამიანებს კერძო საკუთრებაში, ნუ შემოვარდება სენაკის თეატრში გახსნის ჩასაშლელად. მედიასთან ვიცი მე პოლიტიკოსის და ჟურნალისტის თანამშრომლობა და როცა ჟურნალისტი გადადის პოლიტიკაში, იქ მე პოლიტიკურად ასეთ თამაშს ვაწარმოებ.

ქალბატონო ევა, კი არადა ემა, დღეს-ხვალ ვარ სვანეთში და მობრძანდით თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი, თუ არადა მობრძანდით სხვაგან, სადაც ვიქნები და დაიბრუნეთ ქონება, თუ არადა დაელოდეთ თქვენს მორიგ მწარე მარცხს და მაშინ მე თვითონ მოვალ, დაგიბრუნებთ ამ მიკროფონს და გეტყვით, რომ თქვენ დამარცხდით“, – განაცხადა წულუკიანმა.

მთავარი

Next Post

„ოცნების პარადოქსები“ - გია ხუხაშვილი

ორშ ივლ 26 , 2021
473 წაკითხვა გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: ოცნების პარადოქსები: ხელისუფლება აცხადებს ვაქცინაციას – მისი მხარდამჭერების უმრავლესობა ანტივაქსერები არიან. ხელისუფლება აცხადებს დასავლურ ვექტორს – მისი მხარდამჭერები დასავლეთს წყევლიან. ხელისუფლება აცხადებს გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერას – მისი მხარდამჭერები ჟურნალისტებს თავ-ყბას ამტვრევენ. ხელისუფლება აცხადებს ეკონომიკურ აღმავლობას – მისი მხარდამჭერები შიმშილობენ