როგორ ვიპოვოთ სასურველი სამსახური

879 წაკითხვა

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული ადამიანების უმეტესობისთვის დასვენების პერიოდთან ასოცირდება, წლის ამ დროს სეზონური დასაქმების რიცხვი მუდამ იმატებს. ადამიანები ყოველთვის უკეთესს ეძიებენ, გამონაკლისი არც სამუშაო ადგილია, ამიტომ ეს თემა ყოველთვის მუდამ აქტუალურია ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვის. თუ უკვე მუშაობთ და გაქვთ გამოცდილება, სასურველი სამსახურის მოძებნა შედარებით მარტივია და შესაძლებლობებიც უფრო დიდია, თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც გამოცდილება არ აქვს და ახლა იწყებს კარიერას პირველი სამსახურის მოძიება შედარებით უჭირთ. ასეთ დროს რამდენიმე დეტალი გასათვალისწინებელი, რასაც სტატიაში მოგიყვებით.

მოიძიეთ ინფორმაცია ყველაფერზე

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის სამუშაო გსურთ ან რა მიმართულებით აპირებთ განვითრებას, 21-ე საუკუნეში ინფორმაციის გაცვლა ძალიან გამარტივებულია და რესურსებიც საკმაოდ ბევრია. დღეს ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია და სხვადასხვა პროფესისიაც კი დაეუფლოთ სახლიდან გაუსვლელად. იგივე ეხება სამსახურის ძიებასაც. თუ დასაქმება გსურთ, პირველ რიგში უნდა გააართოვოთ თქვენი ინფორმაციული ქსელ, რაც შეიძლება მეტად უნდა იცოდეთ იმ კომპანიებისა თუ სფეროს შესახებ, სადაც გსურთ დასაქმება. თვალი ადევნეთ მათ სოციალურ ქსელებში და აქტიურად გამოიყენეთ ლინქდინი. ეს უკანასკნელი სწორედ რომ დასაქმების პლატფორმაა, რომელიც საქართველოში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. დაიწყეთ ძიება სასურველი სფეროთი, მოძებნეთ ამ სფეროში მოწინავე კომპანიები, გაყევით სხვა კომპანიებსაც და მოძებნეთ ამ კომპანიებში დასაქმებული ადამიანები. დაამატეთ იმდენი ადამიანი, რამდენსაც შეძლებთ, განსაკუთრებით ყურადღება HR მენეჯერებზე გაამახვილეთ, ვინაიდან, შეიძლება ვაკანსიის გამოცხადებისას არც ერთ დასაქმების პლატფორმაზე გავრცელდეს ინფო, შეიძლება არც კომპანიის ოფიციალურ გვერდებზეც დაიდოს და უშუალოდ HR მენეჯერმა ლინქდინის საკუთარ პირად გვერდზე დადოს, სადაც მოლოდინი ექნება, რომ სოც. ქსელის მეგობრების რეკომენდაციით იპოვის იმ ერთადერთს. ასევე, მხოლოდ HR-ებს ნუ დასჯერდებით, დაამატეთ იმ დეპარტამენტის ადამიანები, ვინც თქვენთვის საინტერესოა, რადგან შეიძლება HR_მაც კიარ დადოს ვაკანსია და კონკრეტული დეპარტამენტის ჰედმა იკისროს ეს ამბავი. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს მოხდება, ინფორმაცია თქვენამდე მოვიდეს. ასევე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაქმების სხვა პლატფორმები არ შევამოწმოთ, აქტიურად ადევნეთ თვალი ყოველ მათგან

ისწავლეთ უარის მიღება

როგორც წესი, სანამ პირველ სამსახურს მივიღებთ, იქამდე პასუხგაუცემელი მეილების მთელი გროვა შეგვიძლია მოვძებნოთ. არაუშავს, გული არ გაიტეხოთ, მართალია არაა სასიამოვნო, როდესაც უკუკავშირს ვერ იღებთ და შეგიძლიათ HR მენეჯრთან ეს ყოველთვის მოითხოვოთ, თუმცა უარი უარია, რომლის მიღებაც უნდა ვისწავლოთ. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მოლოდინები არ შეიქმნათ, რეზიუმეს გაგზავნისას ნუ იქნებით იმ რეჟიმში, რომ აუცილებლად აგიყვანენ სამსახურში, ასეთი დამოკიდებულება კარგს არაფერს მოგიტანთ, რადგან უარის შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ დარტყმა მიიღოთ თვითშეფასებაზე. ამას გარდა, როდესაც მოლოდინებისგან თავისუფალი იქნებით, უფრო უკეთ შეძლებთ გასაუბრებას, რადგან არ იქნებით ჩაციკლული სამსახურის მიღებაზე. სასურველ ადგილას დასაქმება ორმაგად უფრო სასიამოვნოა, როდესაც მოლოდინებს არ იქმნით.

კარგი რეზიუმე

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გამოცდილია კადრი, რეზიუმე ნებისმიერ შემთხვევაში ქმნის პირველ შთაბეჭდილებას და თუ ის ეფექტურია, მნახველს აუცილებლად დარჩება შეგრძნება, რომ საქმეს პასუხისმგებლობით მიუდექით, რაც აჩვენებს ენთუზიაზმსა და პროფსიონალიზმის გრძნობას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გამოცდილება საერთოდ არ გქონდეთ. გაითვალისწინეთ, რეზიუმე არ უნდა იყოს დიდი, ინფორმაცია უნდა იყოს კონკრეტული და ლაკონური და მაქიმალურად ესადაგებოდეს ვაკანსიის ტექსტში აღწერილ მოთხოვნებს.

Next Post

რა არის ERP სისტემა?

ორშ ივლ 26 , 2021
879 წაკითხვაკომპანიაებში განვითარებასთან და ზრდასთან ერთად იცვლება მიმდინარე პროცესებიც, მათი რაოდენობა და კომპლექსურობა. უფრო მეტად ეფექტური მართვისთვის დღეს მხოლოდ ადამიანური რესურსი აღარ ჰყოფნის, შესაბამისად აუცილებელი გახდა დამხმარე ალტირნატივეს ინოვაციური გზით დაგერგვა. სხვადასხვა ტიპის ბიზნესებისთვის ამ პრობლემისგან გამოსავალია ERP სისტემები, რაც საშუალებას იძლევა ყველა პროცესს დაიგეგმოს, სწორად იყოს მართული და სრულყოფილი ანალიტიკის წარმოების შესაძლებლობას იძლეოდეს. ERP (Enterprise resource planning) სისტემა არის მძლავრი პროგრამა, […]