რა არის ERP სისტემა?

893 წაკითხვა

კომპანიაებში განვითარებასთან და ზრდასთან ერთად იცვლება მიმდინარე პროცესებიც, მათი რაოდენობა და კომპლექსურობა. უფრო მეტად ეფექტური მართვისთვის დღეს მხოლოდ ადამიანური რესურსი აღარ ჰყოფნის, შესაბამისად აუცილებელი გახდა დამხმარე ალტირნატივეს ინოვაციური გზით დაგერგვა. სხვადასხვა ტიპის ბიზნესებისთვის ამ პრობლემისგან გამოსავალია ERP სისტემები, რაც საშუალებას იძლევა ყველა პროცესს დაიგეგმოს, სწორად იყოს მართული და სრულყოფილი ანალიტიკის წარმოების შესაძლებლობას იძლეოდეს.

ERP (Enterprise resource planning) სისტემა არის მძლავრი პროგრამა, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს, მოახდინოს ყველა მნიშვნელოვანი პროცესის ავტომატიზაცია. დანახარჯების და შეცდომების დაშვების ალბათობის შემცირებით ის ზრდის ეფექტიანობასა და მომგებიანობას. სისტემის საშუალებას იძლევა კომპანიის ყველა მიმართულების ავტომატიზირებული იყოს – წარმოება, დისტრიბუცია, შესყიდვები, გაყიდვები, საწყობის მართვა, ბუღალტერია და ფინანსები, HR მენეჯმენტი, CRM და ორგანიზაციის ყველა დანარჩენი ბიზნეს პროცესი აღირიცხება ERP სისტემაში, იგეგმება, კონტროლდება და  ნებისმიერი პერიოდის ჭრილში იძლევა სრულყოფილი ანალიტიკის საშუალებას.

დღევანდელობაში უამრავი კომპანია რამდენიმე პროგრამას იყენებს სხვადასხვა სფეროებში, შეიძლება ცალკე პროგრამა ჰქონდეთ საწყობისთვის, ან HR-ისთვის, ან სულაც წარმოებისა თუ ბუღალტერიისთვის. მნიშვნელოვანია ყველა ეს პროცესი ერთიანად იყოს ინტეგრირებული და მართული, რათა მეტად ოპტიმიზირებული იყოს კომპანიის მთლიანი ფუნქციონირება. ERP სისტები ყველა ამ პრობლემას აგვარებს, მის გარეშე კი კომპანიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია ხელმისწვდომა ძალიან რთულიიქნებოდა, წარმოიდგინეთ საჭირო იქნებოდა ყველა პროგრამიდან დოკუმენტების ექსპორტი Excel-ის ფორმატში, რომელსაც ვინმე ერთად თავსმოუყრიდა იმ იმედით, რომ ვინმე მაინც დააჯამებდა. ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება, მაშინ როდესაც ERP სისტემას შეუძლია მძლავრი რეპორტინგით იგივე პროცესი უფრო ეფექტიანად უმალვე შეასრულოს.

კომპანიაში ERP სისტემების დანერგვისთვის პროფესიონალთა გუნდია აუცილებელი, ვინც სრულყოფილად გაეცნობა ორგანიზაციის ბიზნეს პროცესებს, რათა სრულად შეძლონ კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული და მის მოთხოვნებზე ორიენტირებული სისტემის ოპტიმიზირება. თითქმის ყველა კომპანიას აქვს საკუთრივ თავისი საჭიროებები და მოთხოვნები, რომლებიც უმეტესად სპეციფიკურია, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ERP სისტემას გააჩნია სხვადასხვა უამრავი ფუნქციონალი, მაინც ხდება ხოლმე საჭირო სისტემის გარკვეული მოდიფიკაცია.

თავის მხრივ, ERP სისტემის დანერგვა კომპლექსური და ორმხრივი პროცესია, სადაც მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ IT კომპანიის წარმომადგენლების ჩართულობა, ისევე კომპანიის მენეჯმენტის. გასათვალისწინებელი დეტალია, რომელიც აჯობებს მანამ იცოდეთ, სანამ კომპანიაში აღნიშნული სისტემის დანერგვას დაიწყებთ – ზოგჯერ მთლიანი ERP სისტემის დაყენებას და მორგებას კომპანიის ყველა სპეციფიკურ მოთხოვნაზე, თვითონ კომპანიის სამუშაო პროცესის ცვლილება სჯობს. ამის მიზეზი არის ის, რომ მსოფლიო დონის ERP სისტემები უამრავი კლიენტი კომპანიის კვალდაკვალ იხვეწება და მათი ფუნქციონალი საუკეთესო გამოცდილებებზეა დაფუძნებული.

საბოლოო ჯამში, ERP სისტემის დანერგვა კომპანიას საკმაოდ ეხმარება მიაღწიონ მაქსიმალურ ეფექტიანობას, თუმცა უმნიშვნელოვანესი დეტალია ის, რომ კომპანიამ ზუსტად უნდა იცოდეს რისთვის სჭირდება ERP სისტემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თავიდანვე განისაზღდვროს რა ამოცანები და მოლოდინები იქნება, რათა შემდგომში შეძლოს პროგრამისგან მიღებული სარგებლების გაზომვა და შეფასება. ასევე, ERP სისტემის დანერგვა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც მნიშვნელოვანია კვალიფიციურმა გუნდმა გააკეთოს.

Next Post

საუკეთესო ნივთები, რაც ზაფხულს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის

ორშ ივლ 26 , 2021
893 წაკითხვაზაფხულის მოსვლასთან ერთად ჩვენი გეგმებიც იწყებს მოქმედებაში მოსვლას. წელს ყველანი დიდი მოლოდინებით ვართ და იმედი გვაქვს დაუვიწყარი ზაფხულის. ზოგიერთი ჩვენგანი ზღვისპირეთს ესტუმრება, ზოგიერთი კი მთებს, თუმცა რაც არ უნდა იყოს, არსებობენ ნივთები, რომლებიც ჩვენ ნებისმიერ თავგადასავალს კიდევ უფრო გაალამაზებენ. პორტატული დინამიკი ლაშქრობაზე, ექსკურსიაზე თუ წვეულაბზე მეგობრებთან ერთად საუკეთესო დროის გასატარებლად შეუცვლელი მოწყობილობაა. გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივია, სატარებლად კი კომფორტული. უდაოდ […]

შესაძლოა მოგეწონოთ