საუკეთესო ნივთები, რაც ზაფხულს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის

167 Views

ზაფხულის მოსვლასთან ერთად ჩვენი გეგმებიც იწყებს მოქმედებაში მოსვლას. წელს ყველანი დიდი მოლოდინებით ვართ და იმედი გვაქვს დაუვიწყარი ზაფხულის. ზოგიერთი ჩვენგანი ზღვისპირეთს ესტუმრება, ზოგიერთი კი მთებს, თუმცა რაც არ უნდა იყოს, არსებობენ ნივთები, რომლებიც ჩვენ ნებისმიერ თავგადასავალს კიდევ უფრო გაალამაზებენ.

პორტატული დინამიკი

ლაშქრობაზე, ექსკურსიაზე თუ წვეულაბზე მეგობრებთან ერთად საუკეთესო დროის გასატარებლად შეუცვლელი მოწყობილობაა. გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივია, სატარებლად კი კომფორტული. უდაოდ საუკეთესო გადაწყვეტილებაა, როდესაც მუსიკის მოსასმენად ყურსასმენებზე მეტი გინდათ. არ აქვს მნიშვნელობა ამ ზაფხულს სად გაქვთ გადაწყვეტილი დასვენება, მთაში თუ ზღვაზე, მეგობრებთან ერთად გატარებულ დროს მუსიკა ყოველთვის შეეფერება.

ბლუთუზ ყურსასმენი

ყურსასმენი ძალიან კომფორტული ნივთია, რომელიც ცხოვრებას გვიხალისებს რა განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ, თუმცა კაბელი ყოველთვის დიდ პრობლემას ქმნიდა. ბლუთუზ ყურსასმენი განსაკუთრებით იმ ადამიანებს გაუხარდებათ, ვისთვისაც მუსიკა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და კაბელი ყოველთვის ნერვებს უშლით. ასევე, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ამ საჩუქრის ჩუქნისას კომფორტს და საყვარელ მუსიკას ჩუქნით. ასევე, საკმაოდ სასარგებლო ნივთია მათთვის, ვისაც ხშირად უწევს კომუნიკაცია სხვებთან ტელეფონით თუ ვიდეო ზარით.

ნოუთბუქი

ნოუთბუქები ის ნივთებია, რომელზეც უარს ვერავინ იტყვის და რომლებიც ყველგან და ყოველთვის შეიძლება საჭირო იყოს. პანდემიის განმავლობაში ეს ნივთი ჩვენი ყველზე ახლო მეგობარი გახდა, რომელსაც დღის განმავლობაში შეიძლება ყველაზე ხშირად გამოვიყენებდით. მისი მეშვეობით ხომ მთელი წელი სახლიდან ვმუშაობდით, ვსწავლობდით და დღის დასრულების შემდეგ ან ფილმს ვუყურებდით მეგობრებთან ერთად ონლაინ რეჟიმში ან ვსვავდით. აქტუალობა არც ზაფხულში დაუკარგავს, სადაც არ უნდა წახვიდეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ ნოუთბუქები არასოდეს იქნებიან ზედმეტნი ჩვენს ცხოვრებაში.

ტელესკოპი

თუ თქვენი პირადი სიამოვნება ქალაქგარეთ შუაღამის ცის ყურებაა, დიდი ალბათობით ზაფხული განსაკუთრებით გიყვართ მოწმენდილი ცის გამო. ბევრი აქტივობით შეიძლება დაკავდე სახლში, თუმცა ვარკვლავების ყურება უმნიშვნელოვანესი რამაა, რასაც ყოველთვის ვერ შეძლებ სახლიდან, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდ ქალაქში ცხოვრობ. თუ შენც ასე ფიქრობ, ამ შემთხვევაში ტელესკოპი ახლა ყველაზე მეტად გაგაბედნიერებს. წარმოიდგინე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებს ცაში ვარკვლავებისა და სხვა ციური სხეულების ცქერას.

დრონი

დრონი თავდაპირველად სამხედრო სადაზვერვო მისიებისთვის შეიქმნა, თუმცა იმდენად მაღალფუნქციურია, რომ მაშინვე სხვადასხვა სფეროს ადამიანებში მოიპოვა აღიარება. განსაკუთრებით იმ ადამიანებს უყვართ, ვინც ფოტოებისა თუ ვიდეოები გადაღებითაა დაკავებული, თუმცა სამოყვარულო დონეზეც საკმაოდ კარგად გაერთობით. ზაფხულში, როდესაც არაფერი გაბრკოლებს ქალაქგარეთ გამგზავრებისგან, დრონი შენი საუკეთესო მეგობარი იქნება ახალი მიწების აღმოჩენისას.

ფირის ფოტოკამერა

ზაფხული უდაოდ საუკეთესო პერიოდია თავგადასავლებისთვის, თუმცა ნებისმიერი თავგადასავალი ადრე თუ გვიან მთავრდება, თუ რა თქმა უნდა, თან ფირის ფოტოკამერა არ გაქვს, რომელიც ნებისმიერ კადრს შეინახავს. ციფრული კამერისგან განსხვავებით შეზღუდულები ხართ კადრებში, თუმცა ფერები იმდენად კარგია, რომ ზედმეტი დამუშავება არ ჭირდება. ასევე, თვითონ პროცესი საკმაოდ საინტერესოა, რომელიც შესაბამისი ფირის ყიდვით იწყება და მისი გამჟღავნებით სრულდება.

Next Post

ყველაფერი ფულადი გზავნილების შესახებ

ორშ ივლ 26 , 2021
167 Viewsრა არის ფულადი გზავნილი ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად მარტივდება ინფორმაციისა თუ თანხის ადამიანებს შორის გაცვლა. დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს სად ხარ, დღეს უკვე უსწრაფესად შეგიძლია გაუგზავნო მეორე ადამიანს სასურველი ოდენობის თანხა ელექტრონულად, სწრაფად და მარტივად, რაც საკმაოდ კომფორტულია. სიმარტივე და კომფორტი განაპირობებს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ მოთხოვნას ამ სისტემაზე და ბანკებიც თუ საკრედიტო ორგანიზაციებიც მუდამ ცდილობენ ეს […]

mediapress.ge@gmail.com