ყველაფერი ფულადი გზავნილების შესახებ

799 წაკითხვა

რა არის ფულადი გზავნილი

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად მარტივდება ინფორმაციისა თუ თანხის ადამიანებს შორის გაცვლა. დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს სად ხარ, დღეს უკვე უსწრაფესად შეგიძლია გაუგზავნო მეორე ადამიანს სასურველი ოდენობის თანხა ელექტრონულად, სწრაფად და მარტივად, რაც საკმაოდ კომფორტულია. სიმარტივე და კომფორტი განაპირობებს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ მოთხოვნას ამ სისტემაზე და ბანკებიც თუ საკრედიტო ორგანიზაციებიც მუდამ ცდილობენ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფი და უსაფრთხო იყოს. ერთ-ერთი უპირატესობა კი ის არის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია თანხის გადარიცხვა ხელმისაწვდომი, ამიტომაც, ემიგრანტები, ვინც ქვეყნიდან სამსახურის საძიებლად არიან წასულები, სწორედ ფულადი გზავნილების საშუალებით ეხმარებიან ქვეყანაში დარჩენილ ოჯახის წევრებს.

ფულადი გზავნილები ფინანსური პროდუქტია, რაც საშუალებას გაძლევთ თანხა გაუგზავნოთ მესამე პირს საბანკო ანგარიშის გარეშე. მისი მიღება ან გაგზავნა შესაძლებელია ბანკისა თუ სხვა ფულადი გადარიცხვების განმახორციელებელი კომპანიიდან და თანხის გაგზავნა შესაძლებელია ყველგან – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიო ნებისმიერ წერტილში. თანხის მითითებისას ირჩევთ სასურველ ვალუტას, რომელიც, დამოკიდებულია იმ ქვეყანასა თუ ქალაქზე, სადაც აგზავნით. აღნიშნული პროდუქტის მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფეა და თანხის მიღება უფრო სწრაფადაა შესაძლებელი საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილით, ვიდრე პირად ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო გადარცხვით.

ფულადი გზავნილის გაგზავნისას აფიქსირებთ პირად მონაცემებს – განაცხადის შევსებისას უნდა შეიყვანოთ მიმღების სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში, საკონტაქტო ნომერი. გზავნილის გაგზავნისას მას მიენიჭება უნიკალური კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და განაღდება. გზავნილის განხორციელება საკმაოდ გამარტივებულია და შეგიძლიათ პროცესი აწარმოოთ როგორც ფილიალში ვიზიტით, ასევე, ონლაინ, კონკრეტული ორგანიზაციის ვებ-გვერდიდან მარტივად და სწრაფად. მისი მიღების შემდგომ, განაღდებისთვის მიმღები პირი უნდა ესტუმროს ბანკს, სხვა შემთხვევაში მისი განაღდება შესაძლებელია როგორც ბანკომატზე, ასევე ავტომატოტური გადახდის აპარატზე.

ფულადი გზავნილები ერთ-ერთი ყველაზე დაცული პროდუქტია, ამიტომ გაგზავნისას უნდა წარმოადგინოთ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მიმღები პირის პირადი მონაცემები – სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, შესაძლოა საკონტაქტო ნომერიც მოითხოვონ. მნიშვნელოვანია, რომ გაგზავნისას მინიჭებული უნიკალური კოდი კი გაუზიაროთ მხოლოდ მიმღებ პირს და არავითარ შემთხვევაში არ გაანდოთ მესამე ადამიანს. ამასთანავე მიმღებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, თანხის გამომგზავნის მონაცემები და დაასახელოს გამოგზავნილი თანხის რაოდენობა და ვალუტა.

ფულადი გზავნილების პირობები სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციაში განსხვავდება, ამიტომ უპირველესი რჩევაა, რომ მის გაგზავნამდე აუცილებლად გაეცნოთ ალტერნატივებს, განიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები და აირჩიოთ ყველაზე სანდო. გზავნილის მოცულობაზე შეიძლება დაწესებული იყოს მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, რომელსაც კონკრეტული ფინანსური ორგანიზაცია ან ბანკი განსაზღვრავს. ბანკზეა ასევე დამოკიდებული გაგზავნის საკომისიოს რაოდენობაც, რომელსაც გამგზავნი ან მიმღები იხდის.

აღნიშნული სერვისით სარგებლობამდე აუცილებელია წინასწარ დააზუსტოთ კონკრეტულ ქალაქში, სადაც აგზავნით ფუნქციონირებს თუ არა გზავნილის კონკრეტული სისტემა. ასევე, სასურველია მინიმალური უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რათა რაიმე ხარვეზს არ ჰქონდეს ადგილი. გზავნილის გაგზავნისას აუცილებლად უნდა დააზუსტოთ დრო, რა პერიოდში მიიღებს ადრესატი გზავნილს.

Next Post

გიორგი ლაღიძე: „დიახ, ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო“

ოთხ ივლ 28 , 2021
799 წაკითხვაპარტია ,,მომავალი საქართველო”-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, პარტიის მთავარმა კომიტეტმა და ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა დააყენეს ჩემი კანდიდატურა და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად თბილისის მერობისათვის ვიბრძოლებ. დიახ, ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ვინაიდან ჩვენი ქალაქი იმსახურებს რეალურ ცვლილებებს უკეთესობისკენ, აცხადებს გიორგი ლაღიძე.  „მედიაპრესმა“ პარტიის ლიდერს რამდენიმე კითხვა დაუსვა: ბატონო გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ არჩევნებში მიგეღოთ მონაწილეობა იმ დროს, როდესაც სამი […]