„არც ერთი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სტრატეგია შეცვალა“

773 წაკითხვა

„ნაცმოძრაობამ“ ხელი გინდ მოაწეროს, გინდ არა, მათი რევოლუციური სცენარი არ შეცვლილა – ნებისმიერი საკითხი, ეხება ეს ვალუტის კურსს, პანდემიას, ფაროსანას, თუ სხვა ვითარებას, თუნდაც ადამიანების გარდაცვალებას, გააფთრებით ცდილობენ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არც ერთი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სტრატეგია შეცვალა. 2014 წლიდან მოყოლებული მუდმივად რევოლუციურ სცენარზეა ლაპარაკი და როგორც კი ხელი მოეწერა ამ დოკუმენტს ჩვენი მხრიდან, როგორც კი პარლამენტში შემოვიდნენ, იმ წუთშივე ნათელი გახდა, რომ ეს დოკუმენტი დამატებით მექანიზმად გამოიყენება იმისათვის, რომ დესტაბილიზაციას შეუქცევადი ხასიათი მისცენ. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე პერსპექტივა არსებობს ამ სტრატეგიის შეცვლისა, თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, მოუსმინოს, რა განცხადებებს აკეთებს სააკაშვილი და რა განცხადებებს აკეთებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

Next Post

„მე, პირადად, ვიღებ პასუხისმგებლობას და ვამაყობ იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას,

ოთხ აგვ 4 , 2021
773 წაკითხვავიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ, რომ ხელი შევუწყე ევროკავშირის ჩართულობას, მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომელიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა. „მე, პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას, მაშინ, როცა ქვეყანაში […]

შესაძლოა მოგეწონოთ