„აუცილებლად უნდა ვახსენო ცესკოს ორი „მარგალიტი“, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები“ – დავით ჩიხელიძე

1,027 წაკითხვა

„პროვოკატორების ადგილი ქუჩაშია და არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“- აცხადებს ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი“-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის კვოტით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრების დღის წესრიგი, მხოლოდ პარტიული დირექტივის შესრულებაა და არა „ცესკო“-ს განვითარებაა.

„დღეს, „ცესკო“-ს წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის მსურველებთან ინდივიდუალური გასაუბრება გამართეს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება გასაუბრების შესახებ, კომისიის წევრთა აქტიური ჩართულობით და ფართო კონსენსუსით იქნა მიღებული.

კომისიის წევრებმა შეიმუშავეს ძირითადი კითხვები,რომელთა საშუალებითაც კანდიდატთა შეფასება მოხდება. ხაზი გავუსვი ცესკოს წევრთა ფართო ჩართულობას და აუცილებლად უნდა ვახსენო ცესკოს ორი „მარგალიტი“, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები, რომელთა როლი კომისიის მუშაობაში ნომინალურია, ისინი მკაცრად მიჰყვებიან პარტიულ დირექტივას და არცერთ ინიციატივას მხარს არ უჭერენ, ახლაც ასე იყო, ყველასთვის მისაღები გასაუბრების იდეა, რომელსაც წლების წინ თვითონ ითხოვდნენ, მხარდაჭერის გარეშე დატოვეს. ლოგიკურია ვიფიქროთ,რომ მათ მიზანს არა „ცესკო“-ს, როგორც ინსტიტუციის გაძლიერება და წინსვლა, არამედ მისი იმიჯის შელახვა წარმოადგენს.

მათ მხოლოდ ყვირილი და პროვოკაციების მოწყობა იციან, შემდეგ კი როგორც წესი პროცესებისგან დისტანცირება და საკუთარი იდეების უარყოფას ახდენენ, ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას და სიახლეებს.

საინტერესოა ვიცოდეთ მათი პოზიცია, რატომ არიან კომისიაში, მხოლოდ პროვოკაციებისთვის თუ საქმისთვის? პროვოკატორების ადგილი ქუჩაშია და არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში!

აუცილებლად უნდა აღინიშნოს გასაუბრების ტექნიკური მხარის მაღალ დონეზე უზრუნველყოფა. ცესკომ რომელიც ინოვაციების დამნერგავი ორგანოა, უზრუნველჰყო გასაუბრების პირდაპირ ეთერში გადაცემა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გამჭვირვალობას და მნიშვნელოვნად ზრდის  სანდოობას, გასაუბრების ეტაპზე სრულად არის დაცული კანდიდატის უფლებები და პირადი ინფორმაცია, მათ აქვთ უფლება უარი განაცხადონ პირდაპირ ეთერში გასაუბრებაზე, ასეთ შემთხვევაში გასაუბრება ჩვეულ რეჟიმში, ვიდეოგადაღების გარეშე გრძელდება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად აპელირებენ, რომ ოლქში ადამიანების დანიშვნა არა პროფესიონალიზმის, არამედ ნაცნობობით ხდება, დღევანდელმა დღემ ოპოზიციის მორიგი ბრალდება გააქარწყლა და პირველ რიგში თვითონ ოპოზიციამ და საზოგადოებამ დაინახა რომ კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, რომელიც იცნობს როგორც საარჩევნო, ასევე, ზოგადად საქართველოს კანონმდებლობას, ისინი ხელმძღვანელობენ კანონის მოთხოვნის შესაბამისად და მათი დანიშვნა ოლქის მუშაობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მიმდინარე პროცესებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს „ცესკო“-ს ახალი თავმჯდომარის, გიორგი კალანდრიშვილის პოზიტიური როლი, რომელმაც, მიუხედავად ახალ პოზიციაზე მოღვაწეობის მცირე პერიოდისა, საზოგადოებას საკუთარი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, ინოვაციური მიდგომები და მაღალი პიროვნული თვისებები გვაჩვენა,“– აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

Next Post

ციხის ნაცვლად კულტურის ცენტრი - თეა წულუკიანის უპრეცედენტო გადაწყვეტილება

შაბ აგვ 7 , 2021
1,027 წაკითხვასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ორთაჭალაში, ალტერნატიული კულტურული სივრცე იხსნება. უწყების ცნობით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში, როდესაც ციხის შენობასა და ტერიტორიაზე კულტურის კერა გაჩნდება და ის ადგილი, რომელიც ნეგატიური და მძიმე ისტორიებით დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას, კულტურის მოღვაწეთა და ახალგაზრდათა შეკრების და შემოქმედებითი საქმიანობის აქტიური […]

შესაძლოა მოგეწონოთ