„აი, ასეთი მანიპულატორები არიან“ – რომან გოცირიძე

811 წაკითხვა
რომან გოცირიძის პოსტი ფეისბუქში:
გუშინ მთავრობას და ეროვნულ ბანკს ზარ-ზეიმი ჰქონდათ. მიზეზი დაახლოებით ისეთია, ავადმყოფს კლინიკიდან რომ გამოწერენ.
საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი FITCH-ის მიხედვით 2019 წელს იყო BB სტაბილური. 2020 წლის აპრილში გაუარესდა და გახდა BB ნეგატიური. თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ დაუბრუნდა ძველ ნიშნულს, BB სტაბილურს. მთავრობამ რეიტინგში “წინსვლა” საზეიმოდ “აღნიშნა”.
სხვანაირად ეს მოვლენა ასე შეიძლება აღვწეროთ: მიდიოდა კაცი გზაზე სტაბილური ნაბიჯებით, არ ბარბაცებდა, მაგრამ არც ვარსკვლავებს წყვეტდა ციდან, უცებ ფეხი დაუცდა და დაეცა( კიდევ კარგი, თავი არ დაურტყამს ბორდიურზე, მაგრამ რაღაც დაიზიანა), წამოდგა და განაგრძო გზა კოჭლობით , ანუ ნეგატიური ფორმით, მაგრამ კარგია მაინც, რომ კვლავ ხოხვაზე არ გადასულა, როგორც წინა წლებში. წელიწადნახევრის შემდეგ მომჯობინდა და კვლავ განაგრძო ძველებური, ანუ სტაბილური სიარული.
მთავრობა სიხარულით იძახის, მდგომარეობა გაუმჯობესდაო და სუფრას შლის ამ ამბის აღსანიშნავად ( რა ესუფრება და ეკონცერტება,პანდემიაა, დისტანცია მაინც დაიცვას).
მოკლედ, იქ დავბრუნდით, სადაც ვიყავით. გაუმჯობესება იქნებოდა, რომ ოდნავ ნაბიჯი აგვეჩქარებინა( BB პოზიტიური), მერე ძუნძულით გავქცეულიყავით(BBB), მერე გამართულად გვერბინა(AAA), მერე სიჩქარისთვის მოგვემატებინა(AA) და ბოლოს სპინტერივით გვექროლა(A).
15 წელია რაც ფეხზე დგომით ძლივს სიარული ვისწავლეთ, ყავარჯნით(BB-), სამი წელია ყავარჯენი გადავაგდეთ (BB). რა მოძრაობებს ვაკეთებთ ამ წლებში, კი მოვყევი ზემოთ. ეს მთავრობა კი შანსს არ უშვებს ხელიდან, არ მოიტყუოს და თვალში ნაცარი არ შეგვაყაროს. რაც უფრო ახლოსაა არჩევნები, მით უფრო მეტ ნაცარს აფრქვევს.
რა მოხდა გუშინ? გაუარესებული რეიტინგი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.
სხვათა შორის, მაშინ, როცა რეიტინგის პერსპექტივა “სტაბილური”( უკეთესი შეფასებაც არსებობს -“პოზიტიური”) გაგვიუარესეს “ნეგატიურამდე”, მთავრობამ განაცხადა, არაფერი მომხდარა, არ გაუარესებულა, მაინც ხომ BB ჩარჩო რეიტინგის ფარგლებში ვართო.
აი, ასეთი მანიპულატორები არიან და სწორედ ამ მიზნით, გუშინ მთავრობა და მასზე აყოლილი ეროვნული ბანკი რაღაცას გვაზეიმებდა.

Next Post

„გიორგი ლაღიძე - მომავალი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში №20 - ით გამოვა

კვი აგვ 8 , 2021
811 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პარტიის საარჩევნო სახელწოდება იქნება „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ კენჭისყრაზე, პარტიას საარჩევნო ნომერი – 20 მიენიჭა. პარტიის ლიდერის, გიორგი ლაღიძის განცხადებით, პარტიიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატად პირადად იქნება წარდგენილი. პარტია საარჩევნო კანპანიას მომავალი კვირიდან იწყებს.