პარტია „მომავალი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პარტიის საარჩევნო სახელწოდება იქნება „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ კენჭისყრაზე, პარტიას საარჩევნო ნომერი – 20 მიენიჭა.
პარტიის ლიდერის, გიორგი ლაღიძის განცხადებით, პარტიიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატად პირადად იქნება წარდგენილი. პარტია საარჩევნო კანპანიას მომავალი კვირიდან იწყებს.