„ხარ კი ღირსი სერიოზულ არასამთავრობო ორგანიზაციად იწოდებოდე?“ – დავით ლილუაშვილი

860 წაკითხვა

აღშფოთებას ვერ ვმალავთ ორი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დესტრუქციული განცხადებების გამო.
„საარჩევნო კოდექსში“ მიღებული ცვლილებების მიხედვით არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩამოყალიბდეს ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი,რომლის ფუნქციაა, რეკომენდაციები წარუდგინოს საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.
დღეს აღნიშნული ჯგუფის დატოვების მიზეზად „საერთაშორისო გამჭირვალეობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოსა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიმართ უნდობლობა დაასახელეს.
როდესაც შესაბამის ფორმატში არ შეგიძლია საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატის წარმოდგენა ან არ გაქვს იმის უნარი, რომ სხვა წარმოდგენილ კანდიდატურებზე იმსჯელო და მათგან საუკეთესო შეარჩიო, ხარ კი ღირსი სერიოზულ არასამთავრობო ორგანიზაციად იწოდებოდე?!
აპრობირებული, დესტრუქციული მეთოდია, რომ შეხვიდე გარკვეულ სამუშაო ფორმატში და შემდეგ ის სპეციალურად აბსურდული მიზეზებით კარის გაჯახუნებით დატოვო.
P.S. აღნიშნულის გარდა დღეს კიდევ ერთი დესტრუქციული აქტივობა განხორციელდა.
კერძოდ,ცესკოს წევრებმა „ენმ-დან“ და „ევროპული საქართველოდან“ დემარშით დატოვეს ცესკოს სხდომა. საკითხი ეხებოდა საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრების დანიშვნას. მიზეზად დასახელდა შემდეგი გარემოება – ცესკოს მიერ ოლქებში დროებითი წევრების დანიშვნა ხდება სუბიექტური კრიტერიუმებით (ახლობლობით და ნაცნობობით).
„ენმ“ და „ევროპული საქართველო“ ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ წინა წლებშიც,ყველა არჩევნების დროს.
ვფიქრობ, „ენმ-სა“ და „ევროპული საქართველოს“ მიზანი ნათელია, ისინი ყველაფერში ეძებენ საბაბს, რომ მოახდინონ 2021 წლის არჩევნების დისკრედიტაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია
ჩვენი უფლებებისთვის თავმჯდომარე
დავით ლილუაშვილი

Next Post

„ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას, რასაც აუცილებლად მოვაგვარებთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ორშ აგვ 9 , 2021
860 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. როგორც მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განმარტა, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას და წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა. მისივე თქმით, ასევე გაორმაგდება მერების ხელფასები, რადგან წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს. ,,მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში […]

შესაძლოა მოგეწონოთ