„ნამდვილად არ ვიცი ოპოზიციას რა სტრატეგია აქვს“ – კახა კუჭავა

739 წაკითხვა

ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი პრემიერი, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს პარლამენტისგან და მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მთელ ჩემ გუნდთან ერთად ნამდვილად უზრუნველვყოფ, რომ ის რეფორმები, ის ხედვა, რომელიც მას გააჩნია, ბოლომდე იქნას მიყვანილი – ბევრი კვლევა გვინახავს, თუმცა ბოლო შვიდი არჩევნებია „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა. ამით კახა კუჭავამ NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითვხას უპასუხა.

კუჭავას თქმით, ოპოზიციას ფარ-ხმალი აქვს დაყრილი და ამიტომაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ აქტიურობს.

„ქართველი ხალხი არის ბრძენი და საბოლოოდ აკეთებს ხოლმე ისეთ არჩევანს, რომელიც აისახება არჩევნების შემდეგ შედეგებში. ჩვენ ბევრი კვლევა გვინახავს, თუმცა საბოლოოდ ბოლო შვიდი არჩევნებია „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს არჩევნებში ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

ნამდვილად არ ვიცი ოპოზიციას რა სტრატეგია აქვს, ფაქტია, რომ დაახლოებით თვენახევარი დარჩა არჩევნებამდე და ალბათ ფარ-ხმალი აქვთ დაყრილი და ამიტომ არ აქტიურობენ. ჩვენ საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში წარვადგენთ კანდიდატებს. არა მხოლოდ მერობის კანდიდატების, საკრებულოს წევრობის, მაჟორიტარობის და ჩვენ გავაგრძელებთ ასე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

Next Post

“მთავარი არხი”-ს ეთერში მორიგი პროვოკაცია და რეალობას აცდენილი სიუჟეტი ვიხილეთ, რომლის მიზანს არჩევნების და ცესკოს დისკრედიტაცია წარმოადგენს – დავით ჩიხელიძე

შაბ აგვ 14 , 2021
739 წაკითხვაგუშინ, “მთავარი არხი”-ს ეთერში  მორიგი პროვოკაცია და რეალობას აცდენილი სიუჟეტი ვიხილეთ,   რომლის  მიზანს არჩევნების და ცესკოს დისკრედიტაცია წარმოადგენს.  საზოგადოება შეეჩვია,რომ საარჩევნო ადმინისტრაცია,  დესტრუქციული ძალები  შეტევის განსაკუთრებულ ობიექტს  წარმოადგენს. “– ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს” “ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა, ამ ეტაპზე მხოლოდ საბუთების მიღება მიმდინარეობს, ელ ფოსტაზე საბუთების […]