საოლქო კომისიების დაკომპლექტების პროცესი წარიმართა “საარჩევნო კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად

691 წაკითხვა

ადგილობრივი სადამკვირვებელო ორგანიზაციების: “დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი”-ს ხელმძღვანელ დავით ლილუაშვილისა და  “მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი”-ს ხელმძღვანელ მაია ხარაძის ერთობლივი განცხადება

დღეს, ტელეკომპანია “მთავარ არხზე” გავიდა რეპორტაჟი,სადაც საუბარი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე.

პრეტენზია გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თითქოს “ქართული ოცნება” საოლქო საარჩევნო კომისიებს აკომპლექტებს ისეთი ადამიანებით, რომელთა მიუკერძოებლობასათან დაკავშირებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეკითხვები ჰქონდათ.

ტელეკომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით იხელმძღვანელა “სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის” მიერ ჩატარებული პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებით.

“სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის” წარმომადგენელმა ბრალდებები გააჟღერა, თითქოს საოლქო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა: სწრაფად, ბუნდოვნად, კრიტერიუმებისა და სტანდარტების გარეშე.

როგორც პროცესში ჩართულმა მხარემ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და საოლქო კომისიების დაკომპლექტების პროცესი წარიმართა “საარჩევნო კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად.

ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელებული ასეთი ბრალდებები და თავდასხმა წააგავს მიზანმიმართულ კამპანიას, რომლის მიზანიცაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არჩევნების დისკრედიტაცია.”- აღნიშნულია განცხადებაში.

Next Post

სქემა მარტივია, მოხდა კოდუას ფულების “ჰაბ საქართველოში მობილიზება”, რომელმაც თავის მხრივ შეკრიბა “ნაციონალური მოძრაობიდან” ყველაზე ავანტურისტი ახალგაზრდები, რომელთა ნაწილმაც გადამზადება უკარაინაში გაიარა

ხუთ აგვ 19 , 2021
691 წაკითხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საოლქო კომისიის წევრების არჩევას აპროტესტებს და აღნიშნავს რომ დანიშნული წევრები კვალიფიკაციის ნაკლებობას განიცდიან, რეალური სურათი კი საპირისპიროა. აბსოლუტური უმრავლესობა მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა.”- ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ორგნანიზაციების წარმომადგენლები,  რომლებიც “ცესკო”-ს წევრების არჩევას აპროტესტებენ, ნაციონალურ მოძრაობასთან არიაკ დაკავშირებულები. “საინტერესოა ვინ არიან და რას წარმოადგენენ ორგანიზაციები ვინც პროცესს აპროტესტებს. მაგალითად […]