“ISFED”-ის პოზიციები დღითიდღე უახლოვდება და ჰარმონიაში მოდის რადიკალური ოპოზიციის პოზიციასთან – დავით ჩიხელიძე

19 აგვისტოს, ISFED-მა (სამართლიანი არჩევნები) მორიგი ანგარიში წარმოადგინა, რომელიც ცესკოს საქმიანობის და საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესს შეეხება, ISFED-ი საკუთარ თავს არ ღალატობს და განცხადებაში კვლავ გვხვდება სიტყვა სავარაუდოდ.”– ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს:

“შეგახსენებთ, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც 6 აგვისტოს არაოფიციალური წინასაარჩევნო გარემოს კვლევა წარმოადგინა (ტერმინი არაოფიციალური წინასაარჩევნო გარემო არ არსებობს) კვლევაში 6 საკითხი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 4 იწყებოდა სიტყვით სავარაუდოდ, აღნიშული კარგად აჩენს, როგორ ობიექტურ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე, რაც შეეხება isfed-ის 19 აგვისტოს განცხადებას, ორგანიზაცია ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან საუბრობს და ცდილობს პოზიტივი, ნეგატივად წარმოაჩინოს.

ცესკომ 2021 წლის არჩევნებისთვის საზოგადოებას მრავალი ნოვაცია და სიახლე შესთავაზა, რისი დახმარებითაც ცესკო გამჭირვალობის ახალ სიმაღლეზე ავიდა, ერთ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ცესკოს სხდომების, საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების პირდაპირ ეთერში გადაცემას გულისხმობ, ეს არის ფაქტი რომელიც პოზიტიურად უნდა შევაფასოთ და რომლის გამოც ცესკო უნდა შევაქოთ. საოლქო და საუბნო დონეზე კომისიის დაკომპლექტება განხორციელდა ობიექტურად, გასაუბრება გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, სადაც ნათლად ჩანდა მონაწილეთა უნარ-ჩვევები, კომპეტენცია, მოტივაცია და ა.შ.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ ადამიანთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან, რეალობა კი შემდეგია. 29 086 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიდან, გამოიკვეთა 4 732 პირი, რომლებიც 2013-2020 წლებში ჩატარებულ არჩევნებში იყვნენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები. ამ 4 732 პირიდან, 1 831 იყო „ქართული ოცნების“, ხოლო დანარჩენი 2 901 სხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები.

ასევე ორგანიზაცია ამბობს, რომ აპლიკანტთა განცხადებები ერთგვაროვანად იყო დაწერილი, რაც აჩენს ეჭვს, რომ განცხადება ერთი ადამიანის მიერ იყო შევსებული, რეალობა კი შემდეგია: ცესკომ, პროცედურის გამარტივების მიზნით, შექმნა განცხადების შაბლონური ტექსტი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, შესაბამისად ის, რომ განცხადებები ერთგვაროვანი იყო სრულიად ლოგიკური და ბუნებრივია, როგორც ხედავთ,იმდენად არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური ბრალდებებია, რომ მათზე შეჩერებაც არ ღირს.

რაც შეეხება, ორგანიზაცია ISFED-ს, სამწუხაროდ აღნიშნული ორგანიზაციის პოზიციები დღითიდღე უახლოვდება და ჰარმონიაში მოდის რადიკალური ოპოზიციის პოზიციასთან, რომელთა მამოძრავებელ მიზანს ცესკოს დისკრედიტაცია წარმოადგენს. მათი მცდელობა მცდელობადვე დარჩება, რადგან ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს. ხედავს ცესკოს წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ, ორკესტრირებულ შეტევას, რომელიც სრულად დაფუძნებულია ვარაუდებზე და შორს დგას სიმართლისგან.

მოვუწოდებ არჩევნებში ჩართულ თითოეულ მხარეს, გვეყოს გამბედაობა და დავდგეთ ობიექტურობის მხარეს, ჩვენი არასწორი ინტერპრეტაციებით არ დავაზიანოთ საარჩევნო პროცესები. პატივი ვცეთ ერთმანეთს და პატივი ვცეთ ცესკოს თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა მოახლოებული არჩევნები, დემოკრატიის პრინციპების და გამჭირვალობის მაღალი სტანდარტის დაცვით ჩატარდეს.”– აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

  • „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…