„ჩვენი მოქალაქეეების აქტიურობის შემთხვევაში ვნახავთ მათ კიდევ ერთ კრახს“

747 წაკითხვა

თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, რეალობა ამის საპირისპიროა, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ კვლევა, რომლის მიხედვით, ქუთაისში მმართველი ძალა 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო „ქართული ოცნების“ გუნდის მერობის კანდიდატი 50.3%-ით.

როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებზე მოქალაქეების აქტიურობის შემთხვევაში, „ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურად ყველგან განწირულია“.

„ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების განცხადება, რომ რეფერენდუმი გააუქმეს და აღარ არის, ასევე ყველა ეს კვლევა, უბრალოდ, საკუთარი ადმინისტრაციული ვერტიკალისთვის გულის გამაგრების ნაწილია იმიტომ, რომ მათი კამპანია ეყრდნობა დაშინებას, მოსყიდვას და ამისთვის სჭირდებათ, მათი აზრით ძალის დემონსტრირება, რომ ჩვენ ყველა ვარიანტში ვრჩებით, ამიტომ, სჯობს, ამას შეეგუოთო. ყველა ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი იქნება არჩევნების დღეს. ჩვენი მოქალაქეეების აქტიურობის შემთხვევაში ვნახავთ მათ კიდევ ერთ კრახს, როგორც ბევრჯერ გვინახავს მათი მხრიდან ეგზიტპოლებით გამოცხადებული გამარჯვებები უზარმაზარი ცდომილებით. რატომ? იმიტომ, რომ თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, რეალობა ამის საპირისპიროა. ჩვენი მოქალაქეების ხელშია მომავალი, მათი აქტიურობის შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურად ყველგან განწირულია“, – განაცხადა ბოკერიამ.

Next Post

როგორ მოვიხმაროთ ბარგალკა სწორად

ორშ აგვ 23 , 2021
747 წაკითხვა კუთხლივ სახეხი ხელსაწყო არის იარაღი, რომელსაც ზედაპირების მოპრიალება, დამუშავება, სასურველ ფორმებად დაჭრა, ზედმეტი მასალისგან გათავისუფლება, გამტკიცება და დანაწევრება შეუძლია. ბარგალკის სწორად გამოყენების სწავლის შემთხვევაში, სხვადასხვა მასალის სასურველ ფორმებად უსაფრთხოდ დაჭრას,ზედაპირების დამუშავებას და მათგან არასასურველი საღებავისა და ჟანგის მოშორებას შეძლებთ. კუთხლივ სახეხი ხელსაწყოს შერჩევისას გირჩევთ მის მცირე ზომასა და პორტაბელურობაზე გააკეთოთ მთავარი აქცენტი და უპირველეს ყოვლისა მაღალი სიმძლავრის ძრავის […]

შესაძლოა მოგეწონოთ