სად დავისვენოთ სექტემბერში

438 წაკითხვა

თითქმის მიილია უკვე ზაფხული, თუმცა ჯერ კიდე ბევრი ადამიანია, ვინც ვერ მოახერხა შვებულების აღება და საკუთარ გემოზე დასვენება. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს თვე უკვე დასასრულს მიუახლოვდა, მზე ლომის ზოდიაქოდან ქალწულის ზოდიაქოში გადავიდა, დღე შედარებით შემცირდა და ფერიცვალების შემდეგ ამინდები ცოტა უფრო გაუარესდა საქმე ნამდვილად არც ისე ცუდადაა, რადგან შემოდგომის პირველი თვეც საკმაოდ ცხელია ხოლმე. აქედან გამომდინარე, დასვენება ჯერ კიდევ აქტუალური თემაა. არსებული შეზღუდვების ფონზე, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით შეჩერებულია და ადამიანები ჯერ კიდევ უარობენ აცრის გაკეთებას, დასასვენებელი ადგილების ალტერნატივა მაინც არსებობს, მთავარია განსაზღვროთ რა გსურთ და გახსოვდეთ, რომ ბინები დღიურად შეგიძლიათ იქირაოთ.

აგვისტოში მოულოდნელი გადაწყვეტილებით დაგეგმილი ყველა ფესტივალი გაუქმდა, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა საზოგადოებაზე და ერთი შეხედვით მოწყენილობამ დაისადგურა მთელ ქვეყნიერებაზე, რამაც ხელი აგვისტოში არასტაბილურმა ამინდებმაც შეუწყო. სექტემბერში მოსალოდნელია მსუბუქი მოლოდინები და ნეიტრალური განწყობა, ამიტომ საუკეთესო პერიოდია მოულოდნელი თავგადასავლებისთვის. სტატიაში მოგიყვებით სად შეიძლება გაქროლდეთ უცაბედად თქვენ და თქვენი სამეგობრო.

რაჭა

მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში დაგეგმილი მომხიბვლელი ფესტივალები აღარ ჩატარდება წელს, ის მაინც რჩება დამთვალიებრებისთვისა და ტურისტებისთვის ერთერთ ყველაზე საინტერესო ადგილად. ულამაზესი ბუნება და სიმწვანე ნებისმიერის სულს დაამშვიდებს და დაავიწყებს სამსახურის ამბებს, აავსებს ახალი ენერგიით და გაახსენებს რა არის მთავარი მისთვის ამ ცხოვრებაში.

ანაკლია

ანაკლია ის ადგილია, რომელიც არამხოლოდ მინიმუმ ერთხელ, არამედ ბევრჯერ უნდა ნახოს ადამიანმა. თანამედროვე სახის ინფრასტრუქტურა, სუფთა ზღვა და დიდი ქალაქისთვის სრულიად საპირისირო განწყობა ნებისმიერ მნახველს მონუსხავს და სურვილს აღუძრავს დაფიქრდეს, აქ ხომ არ სჯობია საცხოვრებლად გადმოსვლა.

თუშეთი

სანამ დროა მოასწარი! ცასთან ახლოს ყველაზე მალე იწყება ზამთარი, ამიტომაც თუშეთში მოხვედრა მხოლოდ რამოდენიმე თვეა შესაძლებელი, შუა შემოდგომაზე კი უკვე რთულდება ასვლა, მალევე კი პირველი თოვლიც მოდის, რომელიც ამ ულამაზეს მხარეს მარტოობისთვის წირავს წლის უმეტეს დროს. თუშეთში სანახი უამრავი რამეა, მართალია ზაფხულში დღეობისას ყველაზე მეტი ხალხია, თუმცა ის არც სექტემბრეში გაგიცრუებთ იმედებს.

სიონის ტბა

თუ თქვენში ერთდროულად წყლის, მთის, ტყისა და მეგობრებთან დასვენების სიყვარული სინქრონში მოდის, მაშინ სიონის ტბა ნამდვილად ის ადგილია, სადაც მეგობრებთან ერთად წასვლას უმარტივესად შეძლებთ და უქმეების ენდორფინების გამომუშავებასაც შეძლებთ. აქ ბინები დღიურად ქირავდება, სახლის გარეშე ნამდვილად არ დარჩებით, ხოლო მათთვის, ვისაც ხეტიალი ან სულაც ლაშქრობისკენ მიუწევს გული და კარავთან ერთად თბილი ჩასაცმელიც აქვს, შეუძლია ტბასთან მდებარე ტყეს შეაფაროს თავი.

ურეკი

ქვიშიანი სანაპირო ნამდვილად ახდენილი ოცნებაა, მაგნიტურ ქვიშიანი სანაპირო კი უდაოდ სამოთხის ტოლფასია. ურეკში უნიკალური ქვიშაა, რომელიც სხვადასხვა სახის ტკივილებს შველის, ამასთან ერთად სანაპიროზე წყალი საკმაო მანძილზე დაბალია, რაც იდეალური ადგილია ბავშვებისთვის. ბათუმისგან განსხვავებით ურეკი წყნარი ადგილია, სადაც ქვიშიან სანაპიროზე ოჯახთან ერთად იდეალურად შეძლებთ დასვენებას.

Next Post

იპოთეკური სესხის საჭიროება ახალდაქორწინებულთათვის

ოთხ აგვ 25 , 2021
438 წაკითხვაჩვენს ცხოვრებაში უამრავი ისეთი ფაქტორი იღებს მონაწილეობას, რომლებიც უდიდეს ზეგავლენას ახდენენ ჩვენს გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, გასაზღვრავენ ჩვენს კონკრეტულ მდგომარეობას. უმეტესობა მათგანი ყოველდღიური რუტინის ნაწილია, რასაც შეიძლება განმეორებითი ხასიათი ჰქონდეს, თუმცა ზოგიერთი იმდენად იშვიათად ხდება, რომ ცოვრების რიტმს გვირევს, ყველაფერს თავდაყირა აყენებს და ახალ შესაძლებლობებს ხსნის. სწორედ ასეთი მოვლენაა ოჯახის შექმნა, რასაც ხშირად ახალი ბინის შეძენა მოსდევს, შემდეგ ბავშვი და […]