იპოთეკური სესხის საჭიროება ახალდაქორწინებულთათვის

418 წაკითხვა

ჩვენს ცხოვრებაში უამრავი ისეთი ფაქტორი იღებს მონაწილეობას, რომლებიც უდიდეს ზეგავლენას ახდენენ ჩვენს გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, გასაზღვრავენ ჩვენს კონკრეტულ მდგომარეობას. უმეტესობა მათგანი ყოველდღიური რუტინის ნაწილია, რასაც შეიძლება განმეორებითი ხასიათი ჰქონდეს, თუმცა ზოგიერთი იმდენად იშვიათად ხდება, რომ ცოვრების რიტმს გვირევს, ყველაფერს თავდაყირა აყენებს და ახალ შესაძლებლობებს ხსნის. სწორედ ასეთი მოვლენაა ოჯახის შექმნა, რასაც ხშირად ახალი ბინის შეძენა მოსდევს, შემდეგ ბავშვი და კიდევ უამრავი ისეთი თავსატეხი, რომელიც ნამდვილად ცხოვრებისგან ბოძებული ყველაზე დიდი სიამენია.ოჯახის შექმნა ნამდვილად ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და როგორც წესი, აუცილებელია ფინანსური რესურსი გვქონდეს, თუმცა თანხას, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ ვაგროვებთ, ან თუ ვაგროვებთ შეიძლება მოულოდნელად სულ სხვა საქმეში გავხარჯოთ, მაგალითად გაორმაგების მიზნით მკვეთრად მოციმციმე, გამომწვევ კაზინოს ვესტუმროთ, ან სულაც მანქანის ავზი ავავსოთ უცაბედად ახალი ჰორიზონტებისკენ გავწიოთ. თუმცა, როგორც წესი, მოგროვებული თანხა საკმარისი არასდროს არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ეხება, როგორიც ოჯახის შექმნაა. ახალდაქორწინებული წყვილები უპირატესობას საკუთარ სახლს ანიჭებენ, თუმცა ხშირად არსებული ფინანსები არც ხელს გვიწყობს და არც ფეხს, ასეთ შემთხვევებში კი გამოსავალი უდაოდ ისეთი სესხის აღებაა, რომელიც ყველაფერს ეყოფა. ბინის ყიდვა დიდი რაოდენობით ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რაც იშვიათია ბანკმა მარტივად გასცეს, ამიტომ თუ ასეთი შემთხვევა გაქვთ, იპოთეკური სესხი ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია.

იპოთეკური სესხით სარგებლობისას არის ისეთი დეტალები, რომელიც აუცილებელია წინასწარ იცოდეთ. გაითვალისწინეთ, რომ უპირველესად ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღოთ მარტომ, შეუთანხმდით თქვენს მეუღლეს, კარგად გაიარეთ ეს თემა და განიხილეთ რა პასუხისმგებლობას იღებთ და რა ალტერნატივები გაქვთ. დაფიქრდით და გადაინაწილეთ პასუხისმგებლობები, ეს საშუალებას მოგცემთ არამხოლოდ გაიაზროთ ის დეტალები, რასაც შეიძლება ყურადღება არ მიაქციეთ, ასევე, განამტკიცებს თქვენს ოჯახს. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ამის შესახებ უთხრათ მშობლებსაც, გააცანით მათ თქვენი გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით სხვადასხვა ბანკების შემოთავაზებების განხილვას, საიდანაც საუკეთესო ალტერნატივას აირჩევთ.

იპოთეკური სესხი გაიცემა უძრავი ქონების უზრუნველყოფის პირობით და წარმოადგენს გრძელვადიან კრედიტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ დაოჯახებას აპირებთ, გსურთ ცალკე ბინის შეძენა და ამასთანავე მშობლები ხელს გიწყობენ, შეგიძლიათ ისარგებლოთ იპოთეკური სესხის შეთავაზებით, რომლის დროსაც სპეციალური პირობით იღებთ კონკრეტული თანხას განსაზღვრული ვადით, სანაცვლოდ კი უძრავ ქონებას, მაგალითად ბინას, დებთ თავდებში. იპოთეკური სესხის მთავარი მახასიათებელი, მისი მიზნობრიობაა, შესაბამისად კრედიტის აღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი თქვენი მიზანია უძრავი ქონების შეძენა. ასეთი ტიპის კრედიტი საკმაოდ მოსახერხებელია, როდესაც მუდმივი შემოსავალი გაქვთ თქვენც და თქვენს მეუღლესაც. მნიშვნელოვანია წინასწარ იყოთ მზად, რომ სესხის დაფარვა დადგენილი ხელშეკრულების მიხედვით შეძლოთ. იპოთეკური სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია გაიაზროთ ის ვალდებულებები, რომლის შესრულებაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მოგიწევთ, შესაბამისად დარწმუნდით, რომ თქვენც და თქვენს მეუღლესაც სტაბილური შემოსავალი გექნებათ.

Next Post

ბუღალტერიის მნიშვნელობა კომპანიის ეფექტურად მართვისთვის

ოთხ აგვ 25 , 2021
418 წაკითხვაჩვენი დატვირთულია სხვადასხვა მრავალფეროვანი მოვლენებისგან შედგება, რომელიც დატვირთულია როგორც უამრავი გამოწვევებით, ასევე, უამრავი სიამოვნებებით. ამ მოვლენების ანალიზი ყოველთვის შეგვიძლია გავაკეთოთ და სწორი მიდგომით ჩვენს სასიკეთოთ გამოვიყენოთ მომავალში. თანამედროვეობაში უამრავი ხელსაწყო არსებობს იმისთვის, რომ უკვე არსებული გამოცდლება კარგად გავიაზროთ და ამის მიხედვით დავგეგმოთ ჩვენი მომავლის საქმიანობა. კომპანიების შემთხვევაში ყველაზე მცირედ დეტალსაც კი ყურადღება ენიჭება, ფინანსური ნაწილი კი ყოველთვის ყველა უმნიშვნელოვანესია.  […]