„ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს და მათზე პასუხები საინტერესოა“ – დავით ჩიხელიძე

628 წაკითხვა

„ქვეყანაში, არის რამდენიმე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ძირითადად ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს, თეთრზე შავს ამბობს და პირიქით. ისინი  თავისი მიკერძოებულობით, სუბიექტური მოსაზრებებით,  ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.”– ამბობს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე და ეხმიანება ორგანიზაცია “ISFED’-ის საქმიანობას.

„ფაქტია, მათი პოლიტიკური „ყნოსვა“ კავშირშია  ნაციონალურ მოძრაობასთან და რიგ შემთხვევაში სწორედ ნაცების  მესიჯების შეფარული გაჟღერებით არიან დაკავებული,  აღნიშნულში მათი წარსული გვარწმუნებს –  გავიხსენოთ ცესკოს ოთხი ყოფილი თავმჯდომარე: ჭიაბერაშვილი, თარხნიშვილი, ხარატიშვილი, ჩალაგაშვილი – ოთხივე  მათგანი ცესკოს თავმჯდომარეობის შემდეგ, რამდენიმე კვირაში  პოლიტიკაში წავიდა და ნიშანდობლივია, რომ ოთხივე მათგანმა საკუთარი პოლიტიკური მომავალი კონკრეტულ პოლიტიკურ დაჯგუფებას დაუკავშირა.

 საინტერესოა აღნიშნული ოთხი პიროვნების თანამდებობაზე ყოფნის დროს, “ISFED”-ს რას კარნახობდა  “შინაგანი რწმენა” და “მაღალი სტანდარტი”, თუ ეს ყველაფერი უბრალოდ ისვენებდა? იქნებ გულწრფელად სჯეროდათ, რომ ეს ადამიანები თანამდებობაზე ყოფნის დროს აპოლიტიკურები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები იყვნენ?!

უთხრან საზოგადოებას, რატომ ვერ ამჩნევდნენ და ამჩნევენ ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეების პოლიტიკურ აფილირებას, თუნდაც ერთხელ რატომ არ გააკეთეს შესაბამისი შეფასება?

ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს და მათზე პასუხები საინტერესოა.  “ISFED”-ი საკუთარი ანგაჟირებულობით სწორედ სამოქალაქო სექტორისთვის აუცილებელი მაღალი სტანდარტების დისკრედიტაციას აკეთებს.”– აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

Next Post

„რაც შეეხება შესავალს, მინდა ISFED-ს ლოგიკური და სამართლიანი კითხვა დავუსვა“ - დავით ჩიხელიძე

პარ აგვ 27 , 2021
628 წაკითხვარამდენიმე დღის წინ ISFED-ის დასკვნა გავრცელდა, რომელიც ცესკოს საქმიანობას და საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევას შეხებოდა, დასკვნაში ეწერა, რომ აპლიკანტთა განცხადებები ერთგვაროვანი იყო, რაც აჩენს ეჭვს, რომ განცხადება ერთი ადამიანის მიერ არის დაწერილი”– აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე. “რეალობა კი შემდეგი არის, ცესკომ პროცედურების გამარტივების მიზნით განცხადების ე.წ. შაბლონი შექმნა, რაც ცესკოში შესული განცხადებების ერთგვაროვნებას იწვევს. ქვემოთ მოგახსენებთ […]

შესაძლოა მოგეწონოთ