„რაც შეეხება შესავალს, მინდა ISFED-ს ლოგიკური და სამართლიანი კითხვა დავუსვა“ – დავით ჩიხელიძე

501 წაკითხვა

რამდენიმე დღის წინ ISFED-ის დასკვნა გავრცელდა, რომელიც ცესკოს საქმიანობას და საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევას შეხებოდა, დასკვნაში ეწერა, რომ აპლიკანტთა განცხადებები ერთგვაროვანი იყო, რაც აჩენს ეჭვს, რომ განცხადება ერთი ადამიანის მიერ არის დაწერილი”– აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

რეალობა კი შემდეგი არის, ცესკომ პროცედურების გამარტივების მიზნით განცხადების ე.წ. შაბლონი შექმნა, რაც ცესკოში შესული განცხადებების ერთგვაროვნებას იწვევს. ქვემოთ მოგახსენებთ თუ რატომ გავიხსენე აღნიშნული დასკვნა

ბოლო დღეების განმავლობაში, საოლქო საარჩევნო კომისიებში შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა მიმართვები განცხადებების სახით, აღსანიშნავია რომ განაცხადები ერთგვაროვნად არის დაწერილი, რაც ბადებს ეჭვს, რომ განცხადება კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის მიერ არის დაწერილი, განცხადების ავტორები აპროტესტებენ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას და პირდაპირ აცხადებენ, რომ სხდომებში მათი მონაწილეობა ფორმალურ სახეს ატარებს. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში, ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში.

სახეზე გვაქვს, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი, ღია პროვოკაცია, რომელიც სისრულეში მათ მიერ დანიშნულ (არა არჩეულ) კომისიის წევრებს მოჰყავს.

რაც შეეხება შესავალს, მინდა ISFED-ს ლოგიკური და სამართლიანი კითხვა დავუსვა, რატომ დუმხართ? თქვენ ხომ „სამართლიანობისთვის მებრძოლი“ და „მიუკერძოებელი“ ორგანიზაცია ხართ? სახეზე გვაქვს ერთგვაროვანი განცხადებები და კანონის პირდაპირი დარღვევა, (კომისიის წევრი აცხადებს რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს)

სწორედ მსგავსი ფაქტები აჩვენებს ISFED-ის ორმაგ სტანდარტს, მათ საკუთარი სახით საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური გაერთიანების მახინჯი სიმბიოზი აჩვენეს, რომელსაც ობიექტურობასთან და ჭეშმარიტებასთან საერთო არ აქვს!”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

Next Post

დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს

პარ აგვ 27 , 2021
501 წაკითხვადიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალი ადგილები გაჩნდა, შესაბამისად, საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირება დროებით აღარაა საჭირო. „საწოლფონდი კლინიკებში არის. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მიღებას გავაჩერებთ ანუ კლინიკებში ადგილები გამოთავისუფლდა. ჩვენ არ ვიხურებით, უბრალოდ დავრეზერვდებით და აღჭურვილობითაც და მედპერსონალითაც ვიქნებით მზად, თუ ამის საჭიროება გახდება. როგორც კი გახდება საჭირო, პროცესში […]

შესაძლოა მოგეწონოთ