დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს

424 წაკითხვა

დიღმის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას დროებით აჩერებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალი ადგილები გაჩნდა, შესაბამისად, საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირება დროებით აღარაა საჭირო.

„საწოლფონდი კლინიკებში არის. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მიღებას გავაჩერებთ ანუ კლინიკებში ადგილები გამოთავისუფლდა. ჩვენ არ ვიხურებით, უბრალოდ დავრეზერვდებით და აღჭურვილობითაც და მედპერსონალითაც ვიქნებით მზად, თუ ამის საჭიროება გახდება. როგორც კი გახდება საჭირო, პროცესში ჩავერთვებით. რაც შეეხება პაციენტებს, მათი ნაწილი ეწერება სახლში, ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში გადავა“, – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

Next Post

„იმედია დამთავრდება ის სპეკულაციები და დაუსაბუთებელი ბრალდებები“ - დავით  ლილუაშვილი

შაბ აგვ 28 , 2021
424 წაკითხვაგუშინ  ცესკოს „ქართულმა ოცნებამ“ 3700-მდე ვიდეოკამერა გადასცა,რომლითაც კენჭისყრის დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება. საქართველოს არჩევნების ისტორიაში ასეთი მასშტაბით ტექნიკური პროცედურა პირველად ჩატარდება,რაც არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარებას შეუწყობს ხელს. ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით,წელს პირველად მოხდება თითოეული ოლქის წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგის ავტომატურად გადათვლა. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმედია დამთავრდება ის სპეკულაციები და დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებისას […]

შესაძლოა მოგეწონოთ