„იმედია დამთავრდება ის სპეკულაციები და დაუსაბუთებელი ბრალდებები“ – დავით  ლილუაშვილი

1,085 წაკითხვა

გუშინ  ცესკოს „ქართულმა ოცნებამ“ 3700-მდე ვიდეოკამერა გადასცა,რომლითაც კენჭისყრის დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება.

საქართველოს არჩევნების ისტორიაში ასეთი მასშტაბით ტექნიკური პროცედურა პირველად ჩატარდება,რაც არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარებას შეუწყობს ხელს.

ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით,წელს პირველად მოხდება თითოეული ოლქის წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგის ავტომატურად გადათვლა.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმედია დამთავრდება ის სპეკულაციები და დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებისას ჰქონდა ადგილი გარკვეული ოპოზიციური პარტიების მხრიდან,“- ნათქვამია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ:

„მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის“ დირექტორი მაია ხარაძე და „დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის“  დირექტორი: დავით  ლილუაშვილი.

Next Post

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 მსჯავრდებული შეიწყალა

შაბ აგვ 28 , 2021
1,085 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა და 3 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამივე მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს დატოვებს.

შესაძლოა მოგეწონოთ