ახალი საფრთხე – „რეგიონალურ ომში ჩაერთვება სირია, თურქეთი, შესაძლოა რუსეთი, აშშ და ირანიც“

3,721 წაკითხვა

„სირიის სამთავრობო არმიის დანაყოფი თურქეთის საზღვრიდან 30 კმ-ში ქალაქ ტელ ტამერში შევიდა, ტრამპის მიერ თურქეთის ჯართან შეტოვებულმა სირიელ ქურთებმა გამოსავალი იპოვეს,ისინი ბაშარ ასადის მთავრობას, რომელიც აქამდე მათი დაუძნებელი მტერი იყო, ჩრდილოეთ რეგიონში სამთავრობო ძალების გაგზავნის შესახებ შეუთანხმდნენ, რათა მათ თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერება შეძლონ და ქვეყნის სუვერენიტეტი და საზღვარი დაიცვან“, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო ახალი საფრთხის ქვეშ – „რეგიონალურ ომში ჩაერთვება სირია, თურქეთი, შესაძლოა რუსეთი, აშშ და ირანიც“

“ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” ამბობს, რომ ქურთებს სხვა გზა არ დარჩათ, რადგან მათი და ბაშარ ასადის მთავრობის საერთო პრობლემა იყო ის, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის წინაშე დადგა. ქურთებსა და ბაშარ ასადს შორის ოყო საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობები და უთანხმოებები, ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკული კონტინგენტი გამოიყვანა ქურთების მამბიჯის ნაჰიის ტერიტორიებიდან და ქურთები შეატოვა თურქებს. ქურთებს ფაქტობრივად სხვა გზა აღარ დარჩათ, რომ ბაშარ ასადისთვის მიემართათ, როგორც ლეგიტიმურ და ოფიციალურ ხელისუფლებისადმი, იმიტომ, რომ ზოგადად მათი ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა და მოლაპარაკების მიზანი ეს იყო, რომ ამ კუთხით მომხდარიყო ერთობლივი ძალებით თურქების შეჩერება“, – აღნიშნავს გამოცემა.

Next Post

კატის გამო აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანის ოჯახს სახლს უყიდიან

სამ ოქტ 15 , 2019
3,721 წაკითხვაკატების გამო, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიურო, აფხაზეთიდან დევნილ, ვეტერანის ოჯახს სახლს უყიდის. თორდუების ოჯახმა სააღსრულებლო ფურცელი საცხოვრებელი სახლის აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მიიღო. ლალი თორდუას განცხადებით, კატა შვიდ კნუტთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოთხი თვის წინ ჩააბარა, რისთვისაც რვა ლარის გადახდა დაეკისრა, აღნიშნული თანხა თორდუამ გადაიხადა თუმცა ფაქტს ვერ ადასტურებს, რისთვისაც მის ერთად ერთ საცხოვრებელ სახლს აუქციონზე […]

შესაძლოა მოგეწონოთ