„ვინც სინამდვილე იცის იგივე კაპიტან გიგაურის შესახებ, ალბათ გაეღიმება იმის წარმოდგენაზე, რომ..“ – დავით ჩიხელიძე

518 წაკითხვა
„რამდენიმე „არასამთავრობო ორგანიზაციამ“ განცხადებაში რომ დაგმო ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვება, იმ არგუმენტით, რომ ეს დოკუმენტი უმნიშვნელოვანესიაო, თუ ეს ორგანიზაციები მართლა ასე თვლიდნენ და არც ნაცმოძრაობის ფარული სატელიტები არიან (TI საქართველო,  „სირცხვილია“, GDI, ISFED…), ერთხელ მაინც როგორ არ გაახსენდათ ნაცმოძრაობისთვისაც აეხსნათ ამ დოკუმენტის მნიშვნელობა და გაეკრიტიკებინათ ამ პარტიის მიერ შეთანხმების დემონსტრაციული იგნორირება?
თუმცა ვინც სინამდვილე იცის იგივე კაპიტან გიგაურის შესახებ, ალბათ გაეღიმება იმის წარმოდგენაზე, რომ ქალბატონმა ეკა გიგაურმა ნაცმოძრაობა გააკრიტიკოს“ – აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.
„სამაგიეროდ, მისი ორგანიზაცია და კიდევ რამდენიმე მსგავსი პრივილეგირებული „არასამთავრობო“ შესაშური გულმოდგინებით ცდილობს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯის დისკრედიტაციას, საზოგადოების დეზინფორმაციას და არჩევნების საბოტაჟს, მათთვის მხოლოდ ერთი ტიპის არჩევნებია მისაღები – რომლის ფინალიც სააკაშვილის დიქტატურა და მათი მინისტრობა იქნება, თუმცა ლოდინი ძალიან დიდხანს მოუწევთ“– ღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

Next Post

„არჩევნების დისკრედიტაციის დავალებაზე მომუშავე სუბიექტებს არ აქვთ ფაქტები და მხოლოდ ვარაუდებით მანიპულირება დარჩენიათ“ - დავით ჩიხელიძე

შაბ აგვ 28 , 2021
518 წაკითხვატერმინმა „სავარაუდოდ” მყარად მოიკიდა ფეხი ოპოზიციასთან აფილირებული ორგანიზაციებისა და ადამიანების განცხადებებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნების დისკრედიტაციის დავალებაზე მომუშავე სუბიექტებს არ აქვთ ფაქტები და მხოლოდ ვარაუდებით მანიპულირება დარჩენიათ. “– ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს: “მაგალითად, საოლქო კომისიის სტაჟიანმა, ამჟამად ყოფილმა (და შესაბამისად, განაწყენებულმა) თავმჯდომარემ, ვინმე აკაკი ხუსკივაძემ განაცხადა, რომ მზადდება არჩევნების გაყალბება. ბატონო […]

შესაძლოა მოგეწონოთ