„არჩევნების დისკრედიტაციის დავალებაზე მომუშავე სუბიექტებს არ აქვთ ფაქტები და მხოლოდ ვარაუდებით მანიპულირება დარჩენიათ“ – დავით ჩიხელიძე

ტერმინმა „სავარაუდოდ” მყარად მოიკიდა ფეხი ოპოზიციასთან აფილირებული ორგანიზაციებისა და ადამიანების განცხადებებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნების დისკრედიტაციის დავალებაზე მომუშავე სუბიექტებს არ აქვთ ფაქტები და მხოლოდ ვარაუდებით მანიპულირება დარჩენიათ. “– ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს:

“მაგალითად, საოლქო კომისიის სტაჟიანმა, ამჟამად ყოფილმა (და შესაბამისად, განაწყენებულმა) თავმჯდომარემ, ვინმე აკაკი ხუსკივაძემ განაცხადა, რომ მზადდება არჩევნების გაყალბება. ბატონო აკაკი, ეგ სერია ხომ უკვე იყო წინა არჩევნებზე, თქვენ კი იმისათვის გიხდიან, რომ ახალი სენსაციები მოიფიქროთ ხოლმე.

ბატონი აკაკი თურმე უკმაყოფილოა ცესკოსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობით, ვინაიდან ვერ დაადგინა, სად და როდის ტარდება საბჭოს შეხვედრები.

საზოგადოებისთვის ვიტყვით, რომ ხსენებული საბჭო კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც შეიქმნა არჩევნების პროცესის გამჭვირვალობის ხარისხის გასაძლიერებლად და ორიენტირებულია საარჩევნო დავების განხილვის მონიტორინგზე. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად მიესალმნენ ამ იდეას და საბჭოს წევრების არჩევაც რამდენიმე ეტაპიანი, გამჭვირვალე პროცესითა და მაღალი ქვორუმით მოხდა.

რაც შეეხება აკაკი ხუსკივაძის ბრალდებებს, საბჭო არ არის სერვისების მიმწოდებელი რაიმე დაწესებულება, რომელიც ყოველდღე 10-დან 18 საათამდე იმუშავებს. ბატონ აკაკის მიერ ფიქტიური შპს-ებივით გამოჩეკილი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით (დარეგისტრირებული ერთი ორგანიზაციის სახელითაა ბატონი ხუსკივაძე, თავის რიგ გამოსვლებში ახსენებს მეორეს, სხვებში – მესამეს და ა.შ.), საბჭო იკრიბება კონკრეტული საკითხების განხილვის აუცილებლობის კვალობაზე და არა ვინმეს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

შესაბამისად, ბატონ აკაკის ვურჩევთ ისეთივე გულისყურით წაიკითხოს საბჭოს დებულება, როგორც ნაციონალური მოძრაობის ბოსების მითითებებზე მუშაობს ხოლმე. მაშინ მეტი შანსი ექნება, საზოგადოების თვალში ნაკლებად სასაცილო გამოჩნდეს.”– აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…