მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 217 მილიონს გადააჭარბა

326 წაკითხვა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 217 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 194 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 18.58 მილიონია.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 39.6 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.7 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.

Next Post

ახალ პოლიტიკურ პლატფორმას "მესამე ძალა" გრიგოლ ვაშაძე უერთდება

ორშ აგვ 30 , 2021
326 წაკითხვა„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას “მესამე ძალა” „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე უერთდება. როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ პრეზენტაცია 30 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება. როგორც მან აღნიშნა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება ამომრჩევლის წინაშე განახლებული კონფიგურაციითა და შემადგენლობით წარსდგება. „ნამდვილად იქნება გრიგოლ ვაშაძე, რომელიც შემოუერთდა „მესამე ძალის“ გუნდს და ხვალინდელ პრეზენტაციაზე ისიც იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შესაძლოა მოგეწონოთ