ახალ პოლიტიკურ პლატფორმას “მესამე ძალა” გრიგოლ ვაშაძე უერთდება

432 წაკითხვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას “მესამე ძალა” „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე უერთდება.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ პრეზენტაცია 30 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.

როგორც მან აღნიშნა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება ამომრჩევლის წინაშე განახლებული კონფიგურაციითა და შემადგენლობით წარსდგება.

„ნამდვილად იქნება გრიგოლ ვაშაძე, რომელიც შემოუერთდა „მესამე ძალის“ გუნდს და ხვალინდელ პრეზენტაციაზე ისიც იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

Next Post

მობილური მავნე პროგრამების შეტევები საქართველოში თითქმის სამჯერ შემცირდა

ორშ აგვ 30 , 2021
432 წაკითხვა2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მობილური მავნე პროგრამები თავს დაესხნენ მომხმარებლების 0,75% -ს, სომხეთში – 1,05%-ს, ხოლო აზერბაიჯანელი მომხმარებლების 3,00% -ს. 2020 წლის აპრილ -ივნისში ეს მაჩვენებლები საქართველოში ადგენდა 2,08%-ს , სომხეთში – 2,00%-ს, ხოლო აზერბაიჯანში მსგავსი ტიპის შეტევებს დაექვემდებარა მომხმარებელთა 3,37%. მიმდინარე წლის აპრილ – ივნისში „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, მობილური მავნე პროგრამებით თავდასხმების ყველაზე დიდი წილი დაფიქსირდა ირანში […]