პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილავს

914 წაკითხვა

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე განიხლავს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მთავარი საკითხი, რაც გვექნება, არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 7 სექტემბერს იქნება განხილული და რომლის დასკვნებიც არის, დარეგისტრირდება შემდეგ ბიუროზე და ჩაჯდება დღის წესრიგში,”- განაცხადა კუჭავამ.

პროცედურის თანხმად, პლენარულ სხდომაზე გატანამდე, პროექტს თავდაპირველად კომიტეტები განიხილავენ, განხილვა წამყვან კომიტეტში – იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.

ინიცირებული ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს, თუმცა, მმართველ გუნდში ახლა არ გამორიცხავენ, რომ პროექტში ცვლილებები შევიდეს.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას დეპუტატთა 113 ხმა სჭირდება, შესაბამისად, მის დასამტკიცებლად, კენჭისყრებში ოპოზიციის თანამოწილეობაა საჭირო.

Next Post

The actual a Man Locate a Woman?

ოთხ სექ 1 , 2021
914 წაკითხვა What makes a guy look for a girl? Generally bosnian mail order brides speaking, men is drawn to independent, self-sufficient, nurturing women of all ages. He comes with an intense desire for security and wishes someone https://ibis.health.utah.gov/ibisph-view/indicator/complete_profile/MarDiv.html to support him. A woman exactly who can present him that he is a good person is the perfect diamond necklace […]

შესაძლოა მოგეწონოთ