„თუ საქართველო რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრებისთვის მზად არის, მოსკოვი ურთიერთობების აღსადგენად მზადაა“ – სერგეი ლავროვი

თუ საქართველო რუსეთთან, როგორც თავის მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრებისთვის მზადაა, მოსკოვი ურთიერთობების აღსადგენად მზადაა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„თუ საქართველოს ნამდვილად სურს არ გაითამაშოს რუსეთის კარტი დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, არამედ ჩვენთან, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება სურს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ დროს“, – აღნიშნა ლავროვმა.

მან ასევე კიდევ ერთხელ გაიხსენა თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომა და მაშინ განვითარებული მოვლენები.

„გვქონდა განზრახვა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როცა მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავდაპირველად მაინც ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავთ საქართველოში ჩასვლას. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მზადაც კი ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოსაღებად, მაგრამ მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინაღმდეგ თბილისში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომაზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…